დიდი კატა: ლომისა და ვეფხვის ჰიბრიდი "აპოლონი"
დიდი კატა: ლომისა და ვეფხვის ჰიბრიდი "აპოლონი"
ხუთი წლის ლიგერი, სახელად აპოლონი, ლომისა და ვეფხვის ჰიბრიდია. ის 320 კილოგრამს იწონის. უნიკალური კატა სამხრეთ კაროლინას საფარი პარკში (Myrtle Beach Safari) ცხოვრობს. აპოლონს იმ პრეისტორიულ ვეფხვსაც ადარებენ, რომელიც 400 კილოგრამზე მეტს იწონიდა.

ლიგერი ლომისა და ვეფხვის ჰიბრიდია. ის ტაიგანისგან (ვეფხვისა და ლომის შთამომავლები) რადიკალურად განსხვავდება. იშვიათი ჰიბრიდები პირველად მე-19 საუკუნეში, ინდოეთში გამოჩდნენ. ისინი მხოლოდ ტყვეობაში ცხოვრობდნენ. ამჟამად, მთელს მსოფლიოში ათასზე ნაკლები ლიგერა ცხოვრობს.

Zooclub

აპოლონი თავისი სახეობისგან გამოირჩევა. ის და მისი სამი ძმა 2013 წელს დაიბადნენ თეთრი ლომისა და თეთრი ვეფხვისგან. მტაცებელი ძმები მსოფლიოში
პირველი თეთრი ლიგერები არიან. აპოლინი ძმებს შორის ყველაზე პატარა დაიბადა. მომშენებლის თქმით, ცხოველი შინაური კატასავით
იქცეოდა - კრუტუნებდა და მუდმივად მოფერებას ითხოვდა.

აპოლინი ძმებთან ერთად, 2013 წელი

Zooclub

ლიგერის ფოტოები ცხოველთა დამცველებმა მაიკ ჰოლსტონმა და კოდი ენთელიმ გაავრცელეს. ისინი Myrtle Beach Safari-ის საფარი პარკში მუშაობენ.

Zooclub

უნდა აღინიშნოს, რომ აპოლონი და მისი ძმები თავიანთ სახეობაში ყველაზე დიდი ინდივიდები არ არიან. ამავე საფარი პარკის ბინადარია ლიგერი, სახელად ჰერკულესი - აპოლონის ბიძა. გინესის რეკორდების თანახმად, ჰერკულესი უდიდესი ლიგერია მსოფლიოში. მტაცებელი 450 კგ-ს იწონის და თუ უკანა ორ თათზე დადგება სამ მეტრზე მაღალია. ჰერკულესი დღეში 10 კგ. საქონლის ან ქათმის ხორცს ჭამს.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ ამ უნიკალური კატებით ყველა აღფრთოვანებულია, სოციალური ქსელის ბევრ მომხმარებელს უჩვეულო გარეგნობის მტაცებლები ეცოდებათ.

"ეს არანორმალურია, ადამიანმა ლიგერი გასართობად შექმნა," "ამ ცხოველს ნორმალურად სუნთქვაც არ შეუძლია. ის ვერ გადარჩება ველურ ბუნებაში... დააკვირდით მის დაკუნთულ მკერდს და მუცელზე ზედმეტ ტყავს," "ლიგერი საოცარი ცხოველია, თუმცა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ იმ ცხოველების მოშენება, რომლებიც არ არსებობენ, უამრავ პრობლემებს იწვევს - ეს იგივეა, როგორც სხვადსხვა ჯიშის ძაღლის შეჯვარება", - წერენ სოციალურ ქსელში.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

თეთრი ვეფხვი, რომელიც დაუნის სინდრომით დაიბადა

თეთრი ლომისა და თეთრი ვეფხვის შვილები

ჰიბრიდი ცხოველები - ისინი სინამდვილეში არსებობენ
დავითი
ლიგერი არის უსქესო ცხოველი, როგორც ჯორი (ვირის და ცხენის ნაჯვარი) და ის არ მრავლდება. მისი ძაღლთან შედარება არ შეიძლება, რადგან ყველა ძაღლი და მგელი ერთმანეთს თავისუფლად ეჯვარება (ოღონდ დედალი უნდა იყოს უფრო დიდი ზომის, რომ ნაყოფი შვას) და იძლევა ჩვეულებრივ გამრავლების უნარის მქონე შთამომავლობას.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?