ტახმა ტურისტებს 18 ქილა ლუდი მოპარა, დათვრა და ძროხასთან იჩხუბა
მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა, სოციალურ ქსელებში დღემდე აქტუალურია. ის ყოველი გაზიარებისას კიდევ უფრო პოპულარული ხდება.

ქალაქ პორტ-ჰედლანდის (ავსტრალია) ბანაკს ტურისტები ესტუმრნენ. ახალგაზრდებმა მიიტანეს საკვები და სამი შეკვრა ლუდი, რომლებიც კარვების სიახლოვეს შეინახეს.

შუა ღამეს დამსვენებლები ხმაურმა გააღვიძა.

"ხმა მოესმათ ჩვენს გვერდით კარავში მყოფ დამსვენებლებს, რომლებსაც იქვე ცეცხლი აენთოთ - თითქოს ვიღაც საკვების შეფუთვებს ფლეთდა. ფანრები ავანთეთ და ლუდის ქილებთან ტახი დავინახეთ. ცხოველი ნაგავში იქექებოდა, როგორც ჩანს, საკვებს ეძებდა", - ამბობს "ABC News"-ის კორესპონდენტი, რომელიც ბანაკში დასასვენებლად მეგობრებთან ერთად
იმყოფებოდა.

ტურისტების თავგადასავალი ამით არ დასრულებულა:

ავტოსადგომის სიახლოვეს ტახმა ძროხა შეამჩნია, მიუახლოვდა და მასთან ჩხუბი
წამოიწყო, ხოლო შემდეგ მდინარის სიახლოვეს დაგდებული დიდი მორის ქვეშ ჩაეძინა.

როდესაც დამსვენებლები მიხვდნენ, რომ გარეული ცხოველისგან საფრთხე არ ემუქრებოდათ, შეფუთული საკვები შეამოწმეს და მაშინვე მიხვდნენ ცხოველის უცნაური საქციელის მიზეზს - როგორც აღმოჩნდა, ტყის ბინადარმა 18 ქილა ლუდი დალია.

ტურისტების თქმით, საკვები იმდენად არ დაენანათ, რამდენადაც 18 ქილა ლუდი, რომელიც ტახმა მოიპარა და დალია.

წყარი: independent.co.uk

ასევე იხილეთ:

ფერმიდან გაქცეული ტახი ერთი კვირის შემდეგ მთვრალი იპოვეს


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?