ამოცანის არსი შემდგომში მდგომარეობს: აკოცო ძროხას, გადაიღო ფოტო და განათავსო სოციალურ ქსელში, "ჰეშთეგით": #KuhKussChallenge-ი. ღონისძიების მიზანი ქველმოქმედებისთვის ფულის შეგროვებაა.
არაერთმა ადამიანმა ძროხასთან ერთად გადაღებული ფოტო ჰეშთეგით სოციალურ ქსელში განათავსა, თუმცა, შვეიცარიის ხელისუფლება იდეას აკრიტიკებს.
ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ელისაბედ კასტინგერმა კი პროექტი "საშიშად" მიიჩნია, რადგან ძროხა შესაძლოა, აგრესიული აღმოჩნდეს.

"მდელოები და საძოვრები - ეს ზოოპარკი არ არის. მსგავსმა ქმედებამ შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი გამოიწვიოს", - ამბობს კასტინგერი. სოფლის მეურნეობის მინისტრმა გაიხსენა 2014 წელს ტიროლის მთებში მომხდარი ინციდენტი, როდესაც ნახირმა გერმანელი ტურისტი გათელა. 2019 წლის თებერვალში ამავე ძროხების მფლობელს დაევალა დაღუპულის ოჯახისთვის 500 ათასი ევროს გადახდა. გადაწყვეტილებამ ფერმერების აღშფოთება გამოიწვია - მათთვის ეს "მთის საძოვრების დასასრულს" ნიშნავდა.
ინციდენტის შემდეგ, ტურისტებსა და ფერმერების შორის ურთიერთბალანსი ხელისუფლების ღელვის მიზეზი გახდა. ავსტრიის ხელისუფლებამ მთის წესებიც კი გამოაქვეყნა, სადაც ტურისტებს მოუწოდებენ, ძროხებისგან თავი შორს დაიჭირონ.
"მსგავსი გამოწვევა ხელს უშლის ჩვენს ძალისხმევას, რომელიც ტურისტებისა და ფერმერების თანაარსებობის დარეგულირებას ეხება. არსებული გამოწვევა ჩემს აღქმას ცდება", - ამბობს ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრი.
წყარო: dailymail.co.uk