მაიმუნმა ავტოსადგომის მოლარე გაძარცვა (სახალისო ვიდეო)
ქალაქ კანპურში (ინდოეთი), ავტოსადგომის სალაროში დამონტაჟებულმა კამერამ უჩვეულო ძარცვის კადრები გადაიღო.

თავხედი მაიმუნი ავტომობილის სალონიდან ამოძვრა, შევარდა სალაროს კაბინაში და მოლარეს ფული წაართვა.

ინდოეთის ერთ-ერთი საინფორმაციო პორტალის ინფორმაციით, პრიმატმა 5 000 რუპია მოიპარა.

მოგვიანებით, ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ვიდეო ჩანაწერი, სადაც მაიმუნის პატრონი თავისი ბინადრის დაჭერასა და ფულის წართმევას ცდილობდა. ამ უკანასკნელს ფულის კუპიურები კბილებით ეჭირა და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.

"რამდენიმე ხნის წინ, ჩვენს ავტოსადგომზე ორი მსგავსი ინციდენტი დაფიქსირდა. მაიმუნებმა ფული მოიტაცეს და გაიქცნენ. ამის შესახებ პოლიციაშიც განვაცხადეთ", - ამბობს ავტოსადგომის მფლობელი.

ასევე იხილეთ:

მაიმუნმა გველების მომთვინიერებელს კობრა ხელიდან გამოსტაცა და გაიქცა

როგორ რეაგირებენ ადამიანები და მაიმუნები უფასო
საკვებზე


მაიმუნი დაკრძალვაზე ჭირისუფალს ეხუტება და ამშვიდებს
tata
არ უჩივლეს მერე პოლიციაში?
Tbilisi
თან სიგარეტსაც ეწევა მგონი )))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?