მაიმუნი დაკრძალვაზე ჭირისუფალს ეხუტება და ამშვიდებს (+ვიდეო)
ინდოეთის შტატ კარნატაკაში გადაღებული ვიდეო, რომელშიც მაიმუნი ჭირისუფალს ამშვიდებს, ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა.

კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ უახლოვდება პრიმატი ჭირისუფალ ქალს, თავზე ეფერება და ეხუტება.

ვიდეო გადაღებულია 80 წლის მამაკაცის დაკრძალვის დროს ქალაქ ნარგანდში.

"Hindustan Times"-ის ინფორმაციით, ლანგური (მაიმუნის სახეობა) გარდაცვლილის ნათესავებს შეუერთდა და მათთან ერთად რამდენიმე საათი დარჩა.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მაიმუნი დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობს. ის ერთი წელია, გარდაცვლილებს საფლავამდე აცილებს.

"შესაძლოა, ლანგურის ყურადღება მაღალმა ხმამ მიიპყრო. ის უახლოვდება ჭირისუფლებს და ისეთი ჟესტებით უთანაგრძნობს,
რომლებსაც ადამიანები ვიყენებთ. თითქოს უკვე მივეჩვიეთ და ვთვლით, რომ მის გარეშე დაკრძალვის რიტუალი არასრულფასოვანია", - ამბობს
ქალაქის მცხოვრები პარამეშვარა ნაიაკი.

ასევე იხილეთ:

მაიმუნს უთხრეს, რომ შვილი დაეღუპა

მაიმუნს ცელცხმოკიდებული შენობიდან ლეკვი გამოყავს

ეს ფოტო სულისშემძვრელი ჩანს, მაგრამ აი, რა ხდება სინამდვილეში
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?