არხში ჩავარდნილი პატარა სპილო, გადარჩენის შემდეგ, მაშველებს შესაშინებლად გაეკიდა (გადარჩენის კადრები)
ინდოეთის ერთ-ერთი ქალაქის სიახლოვეს ცხოველთა გადარჩენის ცენტრის თანამშრომლებმა არხში ჩავარდნილი პატარა სპილო ამოიყვანეს.

ცხოველს ეგონა, რომ ადამიანებისგან საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ ის შესაშინებლად ხმებს გამოსცემდა და ვერ აღიქვამდა, რომ მათი დახმარების გარეშე არხიდან ვერ ამოვიდოდა.

მას შემდეგ, რაც პატარა სპილო მაშველებმა სამშვიდობოს ამოიყვანეს, ის თავის გადამრჩენელებს დაედევნა და ცდილობდა, დაეფრთხო. მოგვიანებით, ორგანიზაციის წევრებმა ცხოველი გამოკვებეს, ხოლო შემდეგ მისი ჯოგის საძებნელად გავიდნენ, რათა პატარა არსება დედასთან დაებრუნებინათ.

ასევე იხილეთ:  

პატარა სპილო სელფის მოყვარულ ტურისტს პანღურით "გაუმასპინძლდა"

პატარა სპილო ჩახუტებაზე გიჟდება

მანგუსტმა ლომებს აჩვენა, თუ
"ვინ" არის ნამდვილი ცხოველთა მეფე
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?