ფოტოები, რომელთა ხილვის შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ ოთხფეხა მეგობრის აყვანა
ფოტოები, რომელთა ხილვის შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ ოთხფეხა მეგობრის აყვანა
ჩვენი ოთხფეხა მეგობრები საოცრად ერთგულები არიან და მათ უსაზღვროდ ვუყვარვართ. ისინი გვიზიარებენ ბევრ დადებით ემოციას, სიხარულსა და ღიმილს. სწორედ მათთან გამოვხატავთ ადამიანის საუკეთესო თვისებებს. ოთხფეხა ბინადრებთან ერთად გაცილებით უკეთესები ვართ, ვიდრე ადამიანების გარემოცვაში.

"ჩვენი ოჯახის ახალ წევრს მამაკაცების ძალიან ეშინია, ამიტომ ქმარმა მას საშუალება მისცა, თავად მიახლოებოდა. რამდენიმე წუთში ძაღლი მას მიუახლოვდა და თავი დაადო."

Zooclub

"ჩემს მეგობარ ბიჭს არასოდეს ჰყოლია შინაური ცხოველი."

Zooclub

"ცუდი დღე მქონდა. როდესაც სახლში მოვედი და სავარძელზე დავჯექი ჩემი კატა მომიახლოვდა და ასე გამოხატა თანადგომა. ის 10 წუთი
გაუნძრევლად იჯდა და თვალს არ მაშორებდა."

Zooclub

"ეს სენდია. ის თითქმის 13 წლისაა. რაც ის დაიბადა,
იმ დღიდან მოყოლებული განუყრელი მეგობრები ვართ."

Zooclub

"ჩემს ძაღლებს ერთმანეთი არ უნახავთ თითქმის 2 წელია - მას შემდეგ, რაც ქმარს გავშორდი. დღეს ჩემი ყოფილი დამთანხმდა, რომ ორივე ძაღლი ჩემთან ყოფილიყო. ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ და არ შორდებოდნენ."

Zooclub

"მამამ კაბა ჩააცვა ჩემს ძაღლს, რომლის მოყვანის წინააღმდეგი იყო. ამ კაბას ის თავისი პირველი შვილიშვილისთვის ინახავდა."

Zooclub

"მეგობარი მესტუმრა, რომელიც ფეხმძიმედაა, ხოლო ჩემი კატა მისი მდგომარეობით ძალიან დაინტერესდა. მას მოსწონს ჩემი მეგობრის კალთაში ყოფნა და ამავე დროს თათებს მუცლიდან არ აშორებს."

Zooclub

"ჩემს 30-კილოგრამიან პიტბულს თავი ძალიან პატარა ჰქონია."

Zooclub

"ჩემი მეგობარი ბიჭი ამშვიდებს კატას, რომელსაც მძიმე დღე ჰქონდა."

Zooclub

"ჩვენი ირლანდიური მგელთამგუდავი ბებიაჩემის კალთაზე მოკალათდა. მას წარმოდგენა არ აქვს, თუ რამხელაა."

Zooclub

ყველაზე თბილი ადგილი, რომელიც კი შეეძლო სახლში ეპოვა.

Zooclub

"ეს ჩვენი პირველი შვილია. მას შემდეგ, რაც სახლში მოვიყვანეთ ძაღლი, ლუსი გვერდიდან არ შორდება. ბავშვმა ტირილი დაიწყო, ხოლო ლუსი მასთან გაიქცა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ყველაფერი კარგად იყო. ის პატარასთან დარჩა, სანამ ბავშვს არ დაეძინა."

Zooclub

"კატა 5-10 წუთით ადრე გრძნობს, როდესაც ჩემი ქმარი უნდა მოვიდეს, ხოლო ერთი წუთით ადრე, სანამ ის ზარს დარეკავს, ჩვენი ბინადარი კართან ასე ზის და ელოდება."

Zooclub

"ჩემი ქმარი ამშვიდებს კნუტს, რომელიც ვეტერინართან მისვლისას ძალიან შეშინდა."

Zooclub

ასევე იხილეთ:

რატომ უნდა ჰყავდეს ყველა ბავშვს ძაღლი?

15 ძაღლი, რომლებიც გვაჩვენებენ, რა არის სიყვარული და მზრუნველობა

"მეგობრები სამუდამოდ!"- ბავშვები თავიანთ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?