ზოომაღაზიის განცხადებით, ისინი შეუშვებდნენ ყველა ცხოველს, რომლებიც საბელით იქნებოდნენ. მამაკაცი მაღაზიაში ხარით მივიდა (სახალისო ვიდეო)
თუ ზოომაღაზია ირწმუნება, რომ იქ შეგიძლიათ ნებისმიერი ცხოველის საბელით მიყვანა, ცხოველის მფლობელის ვალდებულებაა, შეამოწმოს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა, ტეხასში (აშშ) მცხოვრებმა ვინსენტ ბრაუნინგმა გადაწყვიტა, შეემოწმებინა ტყუოდა თუ არა ადგილობრივი ზოომაღაზია, რომელიც აცხადებდა: "ჩვენ სიხარულით შევხვდებით ნებისმიერ ცხოველს, რომელსაც პატრონი საბელით შემოიყვანს." ამისათვის ვინსენტმა მაღაზიაში თავისი შინაური ცხოველი მიიყვანა - უზარმაზარი ვატუსის ხარი, სახელად ოლივერი, რომელიც შენობის კარში ძლივს შევიდა.

"ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვემოწმებინა, ცრუობდა თუ არა ზოომაღაზია, როდესაც აცხადებდა, რომ ნებისმიერი ცხოველის საბელით მიყვანა დასაშვები იყო", - ამბობს ხარის პატრონი.

Zooclub

ვატუსი - ძროხის ჯიში, რომელიც აფრიკაში ბინადრობს (იხ. სტატია: ვატუსი). ამ სახეობას ყველაზე დიდი და
მძიმე რქები აქვს რქოსან ცხოველებს შორის.

თითქოს ოლივერის მაღაზიის კარში შესვლის შანსები ძალიან მცირე იყო, თუმცა, მან საოცარი მოქნილობა გამოავლინა.

Zooclub

როდესაც ხარი შენობის შიგნით მოხვდა, მაღაზიის თანამშრომლებმა დაამტკიცეს, რომ მათი "სლოგანი" სიმართლეს შეესაბამებოდა.

უზარმაზარ ცხოველს მომსახურე პერსონალი თბილად შეხვდა.

Zooclub

შესაძლოა, ოლივერზე თბილმა დამოკიდებულებამ იმოქმედა და მშვიდად შეხვდა უცხო ადამიანების გარემოცვას, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ მაღაზიის თანამშრომლები უბრალოდ შეეჩვივნენ უჩვეულო ცხოველების სტუმრობას.

Zooclub

როგორც ჩანს, ზოომაღაზია ნამდვილად უფრთხილდება საკუთარ იმიჯს და შენობაში ყველა სტუმარს უშვებს გამონაკლისის გარეშე. მათ შორის კაპიბარა და მახრჩობელა გველიც კი არიან.

ასევე იხილეთ:

თავხედი კენგურუ სახლში შეიჭრა, მოურიდებლად დაწვა საწოლში და გემრიელად გამოიძინა

მაღაზიას შველი ესტუმრა. ნახევარი საათის შემდეგ ის გამყიდველთან მთელი ოჯახით მივიდა

საფრანგეთში ალპაკა ოპტიკის მაღაზიაში მარტო შევიდა და ნახევარი საათი სათვალეს არჩევდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?