"ბოდიბილდერი" მაიმუნის ხილვამ ინტერნეტ მომხმარებლები გააოცა
"ბოდიბილდერი" მაიმუნის ხილვამ ინტერნეტ მომხმარებლები გააოცა
დაღვრემილმა და უჩვეულოდ დაკუნთულმა კორკეასარის (ჰელსინკი, ფინეთი) ზოოპარკის ბინადარმა მაიმუნმა ყველას გული დაიპყრო და საპატიო ადგილი დაიკავა ცნობილ ინტერნეტ "გიგანტებს" შორის. ყველაფერი დაიწყო რამდენიმე ფოტოთი, რომლებიც ზოოპარკის ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა სოციალურ ქსელში განათავსა.

"ვერ ვიჯერებდი, რომ ის ასეთი დაკუნთული იყო. თითქოს ფოტოზე ბოდიბილდერია ასახული", - ამბობს ფოტოს ავტორი, 34 წლის სანტერი ოქსანენი.

და მართლაც, პრიმატის გარეგნობა გამოირჩევა თავისი მოძმეებისგან, თუმცა, მოგვიანებით, ზოოპარკის წარმომადგენელმა განმარტება გააკეთა: "ეს ჩვენი ბეაა. ფოტოზე ჩანს, რომ ის ცუდ ხასიათზეა და ყველანაირად ცდილობს, დიდი გამოიყურებოდეს, ვიდრე სინამდვილეშია. საქმე
არა კუნთებში, არამედ ბეწვშია, რომელიც ყალყზე დგას. ადამიანებს ასე არ შეუძლიათ."

Zooclub

მაიმუნის ამ სახეობას ოქროს
სახიან საკს ან თეთრ სახიან საკს უწოდებენ. ის ცნობილია თავისი ძლიერი სხეულის მოყვანილობით. მაიმუნი ბეა მართლაც გამოირჩევა თავისი ზომებით, ხოლო როდესაც ცუდ ხასიათზეა, ბეწვი ყოველთვის ყალყზე აქვს, რათა გარშემომყოფები შეაშინოს.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მას Buff Monkey-ი (ბუღა-მაიმუნი) შეარქვეს და მისი უჩვეულო გარეგნობის გამო, სხვადასხვა სახალისო კომენტარი დაწერეს.

წყარო: thesun.co.uk

ასევე იხილეთ:

პატრონი თავის ფოტოგენურ კურდღელს ახალ ვარცხნილობას უკეთებს

ავსტრალიაში იპოვეს პატარა არსება, რომელმაც უჩვეულო შეფერილობითა და საყვარელი გამოხედვით ყველას გული დაიპყრო

7 ფოტო, რომლებმაც სოციალური ქსელები დაიპყრო, თუმცა მონტაჟი აღმოჩნდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?