როგორ დაუმეგობრდა ქართველი გოგონა ტაილანდში ვეფხვებს - "ისინი თავიანთი ჟესტებით გამოხატავდნენ სიყვარულს..."
როგორ დაუმეგობრდა ქართველი გოგონა ტაილანდში ვეფხვებს - "ისინი თავიანთი ჟესტებით გამოხატავდნენ სიყვარულს..."
"იყო ერთი, თვე­ე­ბის, უსაყ­ვარ­ლე­სი ბოკ­ვე­რი. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვნა­ხავ­დი კი­დევ ერთხელ და ბევ­რჯე­რაც ამ ბოკ­ვერს. ვე­ფხვებს რომ ვე­ფე­რე­ბო­დი, თვი­თო­ნაც გრძნობ­დნენ და თა­ვი­ან­თი ჟეს­ტე­ბით გა­მო­ხა­ტავ­დნენ სიყ­ვა­რულს" - იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი, ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი ნინო ყვა­ვა­ძე გვი­ამ­ბობს, რო­გორ და­უ­მე­გობ­რდა ტა­ი­ლან­დში ვე­ფხვებს.

- უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია იტა­ლი­ა­ში ოჯახ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ. მყავს ულა­მა­ზე­სი ქა­ლიშ­ვი­ლი – მა­რი­ა­მი. და­ვამ­თავ­რე სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ფი­ზი­კუ­რი მე­დი­ცი­ნი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ფა­კულ­ტე­ტი. რაც შე­ე­ხე­ბა ვე­ფხვებ­თან და­მე­გობ­რე­ბას, ეს ყვე­ლა­ფე­რი ტა­ი­ლან­დში მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს, ქა­ლაქ ჰუა-ჰინ­ში და­ი­წყო. გვი­თხრეს, რომ ცხო­ვე­ლე­ბის ზო­ო­პარ­კი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გვე­ნა­ხა. ყვე­ლა ქა­ლაქს თა­ვი­სი ზო­ო­პარ­კი აქვს,
მოთვი­ნი­ე­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბით. ზო­ო­პარკში რომ შე­ვე­დით, ვი­კი­თხეთ, თუ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ლი­ა­ში შეს­ვლა და ცხო­ვე­ლე­ბის შე­ხე­ბა, მო­ფე­რე­ბა.
ნა­ნა­ხით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რჩით: ეს ამ­ხე­ლა ვე­ფხვე­ბი სა­ცო­და­ვად იყ­ვნენ წა­მო­წო­ლი­ლე­ბი.

Zooclub

- მა­ინც შიში არ იყო მათი და­ნახ­ვი­სას?

- შეს­ვლის მო­მენ­ტში იყო შიში, მაგ­რამ მერე გა­მიქ­რა. ადა­მი­ან­ზეა და­მო­უ­კი­დე­ბუ­ლი, ზოგი გა­ლი­ის მიღ­მა ეფე­რე­ბო­და. მე ზო­გა­დად ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი, თუმ­ცა არას­დროს მქო­ნია ასე­თი ახლო კონ­ტაქ­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით ვე­ფხვებ­თან. მა­ინც ად­ვი­ლად გა­დავ­ლა­ხე ბა­რი­ე­რი! ეს იყო ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მო­მენ­ტი. შემ­დეგ ბევ­რჯერ ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი, მაგ­რამ ზოგ­ჯერ იყო ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და ზოგ­ჯერ - არა. იქ იყო ერთი, თვე­ე­ბის უსაყ­ვარ­ლე­სი ბოკ­ვე­რი. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვნა­ხავ­დი კი­დევ ერთხელ და ბევ­რჯე­რაც ამ ბოკ­ვერს. ვე­ფხვებს რომ ვე­ფე­რე­ბო­დი, თვი­თო­ნაც გრძნობ­დნენ და თა­ვი­ან­თი ჟეს­ტე­ბით გა­მო­ხა­ტავ­დნენ სიყ­ვა­რულს... ტა­ი­ლან­დში ზო­ო­პარ­კებს რაც შე­ე­ხე­ბა, რო­გორც ზე­მოთ მო­გახ­სე­ნეთ, ყვე­ლა ქა­ლაქს აქვს თა­ვი­სი ზო­ო­პარ­კი. ძა­ლი­ან კარ­გად უვ­ლი­ან ცხო­ვე­ლებს და სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბებ­ში აცხოვ­რე­ბენ.

Zooclub

ტა­ი­ლან­დი სა­ო­ცა­რი ქვე­ყა­ნაა! გან­სა­კუთ­რე­ბით მო­მე­წო­ნა დე­და­ქა­ლა­ქი - ბანგკო­კი. ჩრდი­ლო და ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი ზამ­თარ­ში უფრო ცი­ვია და ზა­ფხულ­ში უფრო ცხე­ლი, ვიდ­რე ბანგკო­კი... აღ­მაფრ­თო­ვა­ნა ხალ­ხმა, კულ­ტუ­რამ კერ­ძებ­მა... ალ­ბათ არას­დროს, არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში არ და­მი­გე­მოვ­ნე­ბია იმ­დე­ნი თევ­ზის სა­ხე­ო­ბა, რამ­დე­ნიც ტა­ი­ლან­დში! ტა­ი­ლან­დში იყო ჩემი ყვე­ლა­ზე გრძელ­ვა­დი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა, რო­მე­ლიც და­ი­წყო 27 ოქ­ტომ­ბერს და გაგ­რძელ­და 17 დე­კემ­ბრამ­დე. შო­რე­ულ მოგ­ზა­უ­რო­ბას დიდი დრო სჭირ­დე­ბა, ყვე­ლა ქა­ლა­ქის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და გაც­ნო­ბა ბევრ დროს მო­ი­თხოვს. თან ზამ­თრის სუს­ხი­ან პე­რი­ოდ­ში რა ჯო­ბია ზღვის ტალ­ღებს, მხურ­ვა­ლე მზეს და პალ­მებს. ვყო­ფილ­ვარ იტა­ლი­ა­ში, ავ­სტრი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, მაგ­რამ უფრო შო­რე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი მი­ზი­დავს! ახლო პე­რი­ოდ­ში ავ­სტრა­ლი­ის მო­ნა­ხუ­ლე­ბას ვა­პი­რებ.

პირ­ვე­ლად წლე­ბის წინ იტა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ რომ­ში ვი­მოგ­ზა­უ­რე. ეს არის ქა­ლა­ქი, რო­მელ­საც ვერ ამო­წუ­რავ, ბო­ლომ­დე ვერ შე­იც­ნობ! უც­ნა­უ­რი სურ­ვი­ლი გიჩ­ნდე­ბა ადა­მი­ანს, ძვე­ლი ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში უსას­რუ­ლოდ იხე­ტი­ა­ლო და მერე დაღ­ლილ-და­ქან­ცუ­ლი, სა­დღაც შო­რე­ულ წარ­სულ­ში გა­უ­ჩი­ნარ­დე. ეს ჩემ­თვის პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა იყო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცი­ით და გუ­ლის­ფან­ცქა­ლით ვე­ლო­დე­ბო­დი. რომ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა რომ ყვე­ლას ოც­ნე­ბაა და მა­რა­დი­უ­ლი ქა­ლა­ქია ეს ვი­ცით, ამი­ტომ ბევ­რს არ გა­ვაგ­რძე­ლებ: ცენ­ტრი ძი­რი­თა­დად ტუ­რის­ტე­ბის თავ­მოყ­რის ად­გი­ლია, რო­მელ­თა სიმ­რავ­ლე­საც ეს ქვე­ყა­ნა ნამ­დვი­ლად არ უჩი­ვის. ყვე­ლა­ზე სა­ხა­ლი­სო ჟეს­ტე­ბის ენით სარ­გებ­ლო­ბაა. რას იზამ, როცა სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის. არც შენ იცი იტა­ლი­უ­რი და არც მათ რა­ი­მე სხვა ენა. ეს მო­მენ­ტე­ბი ყვე­ლა­ზე მკვეთ­რად მახ­სოვს, ხე­ლე­ბით რომ ვუხ­სნი­დი ადა­მი­ა­ნებს, სად მინ­დო­და წას­ვლა. რაც შე­ე­ხე­ბა ეს­პა­ნეთს, პა­ტა­რა კუნ­ძულს იბი­ცას გა­მო­ვარ­ჩევ­დი. ეს არის მზის ზღვის და სიყ­ვა­რუ­ლის ქა­ლა­ქი, ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბით.

ავტორი: მანანა გაბრიჭიძე

წყარო: ambebi.ge
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?