ოპტიკური ილუზია: "ლომი თავის ნაშიერს ყლაპავს"
ოპტიკური ილუზია: "ლომი თავის ნაშიერს ყლაპავს"
ფოტოები გადაღებულია 43 წლის ფოტო ხელოვანის ანდრეას ჰემბის მიერ, მასაი მარას ნაკრძალში, რომელიც კენიის სამხრეთ დასავლეთით მდებარეობს.

თითქოს ძუ ლომი თავის შვილს ყლაპავს.

Zooclub

ჰემბის თქმით, კადრი შესაძლოა განსხვავებულად გამოიყურებოდეს, ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაკურსით შეხედავ. "ამ ფოტოზე, თითქოს, ნაშიერის თავი დედის პირის ღრუში სრულად მოთავსებულია."

"ეს საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია გამოსახულებას მოგვატყუოს და ყოველივე რედაქტირებისა და ცვლილების გარეშე გააკეთოს", - აღნიშნავს ფოტო ხელოვანი.

აი, როგორ გამოიყურება ეს სცენა სხვა მხრიდან:

Zooclub

ჰემბი განმარტავს, რომ შვილის დაბადების შემდეგ, ძუ ლომი
ტოვებს თავის საცხოვრებელ ადგილს, რათა საკუთარი ნაშიერები მასიურად დაფარულ ბუჩქებში გადამალოს - ამას უსაფრთხოების მიზნით
აკეთებს.

Zooclub

ფოტო ხელოვანისა და მტაცებლის შეხვედრა შემთხვევითი იყო - ეს ის წამებია, როდესაც ლომს თავისი ნაშიერი ახალ სამყოფელში გადაყავს.

Zooclub

მასაი მარას ნაკრძალი 1961 წელს დაარსდა და იგი 1510 კვ. კილომეტრზეა განთავსებული. ეს არის დიდი ზომის მტაცებლების სახლი. ისეთების, როგორებიც არიან: ლომები, ჯიქები, ავაზები და ნიანგები.

ასევე იხილეთ:

რამდენ ცხენს ხედავთ სურათზე?

იაპონიაში წარმოდგენილ 7D ტექნოლოგიას თითქმის ყველა გასართობი ობიექტის შეცვლა შეუძლია და აი, რატომ

ფოტო-ილუზია, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ახალი თავსატეხი გახდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?