ეს გიგანტური ხარი ყველას აოცებს, თუმცა, მას სერიოზული კონკურენტები ჰყავს (7 გიგანტი ცხოველი)
ეს გიგანტური ხარი ყველას აოცებს, თუმცა, მას სერიოზული კონკურენტები ჰყავს (7 გიგანტი ცხოველი)
უზარმაზარმა კატამ, მამალმა და კურდღელმა გამოჩენის დღიდან დიდი პოპულარობა მოიპოვეს. და აი, ხარებს შორისაც გამოჩნდა ახალი ჩემპიონი.

ხარი ნიკრესი ჩვენს მკითხველს რამდენიმე დღის წინ გავაცანით (იხ. სტატია), თუმცა, შეგახსენებთ, რომ ის ავსტრალიაში, ქალაქ პერტის სიახლოვეს, ფერმაში გაიზარდა. ის იცოცხლებს დიდ ხანს და ბედნიერი, სანამ ბუნებრივი სიკვდილით არ მოკვდება. პატრონის თქმით, ცხოველი, მისი ზომების გამო, სასაკლაოებმა არ მიიღეს. ხარის სიმაღლე 194 სმ-ია, ხოლო წონა 1400 კგ-ს აღწევს. მას შემდეგ, რაც ინტერნეტ სივრცეში ნიკრესის ფოტოები გამოჩნდა, მან პოპულარობა მომენტალურად მოიპოვა.

დოზერი - ნიკერსის პოპულარობა
დიდხანს არ გაგრძელებულა. აღმოჩნდა, რომ ვინინპეგის (კანადა) ფერმაში ცხოვრობს ხარი, სახელად დოზერი. მისი სიმაღლე 196 სმ-ს
შეადგენს.

Zooclub

მამლების მეფე - გასულ წელს ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც აღბეჭდილია უზარმაზარი მამალი, რომელიც კამერის წინ თითქოს თავს იწონებს.

Zooclub

კატასტრადამუსი - მეინ კუნის ჯიშის კატას, სახელად სამსონს, ინსტაგრამზე 200 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ცხოველის წონა 12 კგ-ს შეადგენს, რაც სერიოზული განაცხადია უდიდესი კატის ტიტულის მოსაპოვებლად. სამსონს მეორე სახელიც აქვს - "კატასტრადამუსი", თუმცა, არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რამდენად შეუძლია უზარმაზარ კატას მომავლის წინასწარმეტყველება.

Zooclub

კურდღელი დარიუსი - 130 სმ. სიგრძის დარიუსი, მარტოსული ნამდვილად არ არის, რადგან მას და-ძმა ჰყავს. მისი პატრონები ყოველ წელს 5 000 ფუნტ სტერლინგს ხარჯავენ მხოლოდ იმიტომ, რომ დარიუსს ვაშლი და სტაფილო უყიდონ.

Zooclub

უზარმაზარი ციყვი - ჩვეულებრივი ნაცრისფერი ციყვი, რომელიც კალიფორნიის ნაკრძალ - მორრო-როკში ბინადრობს, თავისი მოძმეებისგან განსხვავებით გიგანტია. ყოველივე ეს კი ტურისტების დამსახურებაა, რადგან ისინი ციყვს უამრავი თხილით უმასპინძლდებიან.

Zooclub

ასევე იხილეთ:

გიგანტური ქათამი, რომლის წონა 8 კილოს აღწევს!

იპოვეს მსოფლიოში უდიდესი ჭიანჭველების ბუდე

მასტიფი, სახელად ბარონი, რომელიც 130 კგ-ს იწონის და სიგრძეში 2 მეტრს აღწევს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?