ფერმერმა გიგანტური ხარი გაზარდა და ახლა არ იცის, სად წაიყვანოს
ფერმერმა გიგანტური ხარი გაზარდა და ახლა არ იცის, სად წაიყვანოს
ხარი, სახელად ნეკრეზი, დასავლეთ ავსტრალიიდან, 1,93მ-მდე სიმაღლის გაიზარდა. მისი წონა 1400 კგ-ს შეადგენს. ცხოველი ადგილობრივ მცხოვრებთა საყვარელი გიგანტი გახდა.

ჰოლშტინური ჯიშის ხარი სასაკლაოს გადაურჩა და დღეს ფერმაში ცხოვრობს. პატრონის - ჯეფ პირსონის თქმით, სასაკლაოზე უზარმაზარი ხარის გადაყვანაზე უარი უთხრეს, რადგან ის ძალიან მძიმე იყო.

" მისი გაყიდვა ვერ მოვახერხე, ამიტომ ის დიდხანს და ბედნიერი იცხოვრებს ფერმაში", - ამბობს ჯეფი.

ფერმერმა თავიდან ნეკრეზი იყიდა, რათა ნახირის წინამძღოლი გამხდარიყო, თუმცა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ცხოველი გიგანტი გახდებოდა. ამჟამად ნეკრეზი სიდიდით ძროხებს რადიკალურად აღემატება,
თუმცა, "ლაქებიანი გულივერი" თავის მეგობრებს ისევე უყვართ, როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც სოციალურ ქსელში მის ფოტოებზე
მოწონებას და თბილ კომენტარებს არ იშურებენ.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ ნეკრეზი გიგანტია, ის ყველაზე დიდი ხარი არ არის მსოფლიოში. მას კონკურენტი ჰყავს - გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, იტალიელი ხარი, სახელად ბელინო, ორ მეტრს აღემატება.

ასევე იხილეთ:

შოკისმომგვრელი ზომის ცხოველები და მწერები

მასტიფი, სახელად ბარონი, რომელიც 130 კგ-ს იწონის და სიგრძეში 2 მეტრს აღწევს

ქალმა უზარმაზარი ობობა შეიფარა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას "შიშის ზარს სცემდა"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?