სპილო გრანდი ნარკოზიდან გამოვიდა, თუმცა, სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება
სპილო გრანდისთვის ეშვის ამოღების სამსაათიანი ოპერაცია წარმატებით განხორციელდა და სპეციალისტებმა სპილო უკვე ფეხზე წამოაყენეს. იგი ვოლიერში დამოუკიდებლად გადაადგილდება. სპილო გრანდი ამ წუთებშიც სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ოპერაცია ღია ცის ქვეშ, ვოლიერში ჩატარდა. ოპერაციის დასაწყისში კამერებსა და ფოტოგრაფებს საშუალება მისცეს 15 წუთით პროცესი გადაეღოთ.

სპილო გრანდს ერთი ეშვი 2014 წელს ამოუღეს და მაშინ ოპერაცია 11 საათს გაგრძელდა. სპილოს ანესთეზიის შემდეგ გამოსვლა გაუჭირდა.

უცხოელი ვეტერინარების შერჩევაში თბილისის ზოოპარკის ხელმძღვანელობას "ბი ბი სი" დაეხმარა. ადგილზე იმყოფება BBC-ის გადამღები ჯგუფი, რომელიც ამ ოპერაციისა და თბილისის
ზოოპარკის შესახებ ერთსაათიან ფილმს გადაიღებს.

წყარო: interpressnews



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?