რატომ არ შეიძლება გარეული ცხოველების გამოკვება? ეს არა მხოლოდ საშიში, არამედ ზოგიერთ ქვეყანაში დანაშაულიცაა
რატომ არ შეიძლება გარეული ცხოველების გამოკვება? ეს არა მხოლოდ საშიში, არამედ ზოგიერთ ქვეყანაში დანაშაულიცაა
კანადის მცხოვრები "კეთილი საქმისთვის" შესაძლოა, სასამართლოს წინაშე წარსდგეს. ეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების შედეგია. ტყეში სეირნობისას მამაკაცმა დათვებს საკვები უწილადა, თუმცა, სამართალდამცველებმა ამ საქმეზე გამოძიება დაიწყეს.

ადამიანები ხშირად ხვდებიან უსიამოვნო სიტუაციებში, როდესაც სოციალურ ქსელში პოსტებს დაუფიქრებლად აქვეყნებენ. სურვილმა, რომ ფოტომ თუ სტატუსმა ბევრი მოწონება მიიღოს, შესაძლოა, საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს. მეტიც, შეიძლება საქმე სასამართლომდეც მივიდეს. სწორედ მსგავს გაუგებრობაში მოხვდა კანადის მცხოვრებიც.

მამაკაცი რენდი სკოტი დათვების გამოკვებაში გამოიჭირეს. "დამნაშავის" მხილება სოციალური ქსელის დახმარებით მოხდა.

Zooclub

რენდიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ
აწვდის ის მტაცებელს საკვებს. გარდა ამისა, მსგავსი ფოტო თავის  "ავატარზეც" ატვირთა.

Zooclub

"ეს დათვები მთის მაღლობზე
იმყოფებიან. აქ არ დადიან ტურისტები და არ არის საავტომობილო მოძრაობა, ამიტომ შეგიძლიათ, გააკეთოთ ის, რაც გსრუთ - მტაცებლების გარემოცვაში სრულიად მარტო", - წერს საკუთარ გვერდზე რენდი.

კიდევ ერთ სტატუსში, რომლის წაშლაც რენდიმ მოასწრო, წერია, რომ მას აქვს "ათასი ფუნთუშა დათვებისთვის". როგორც ჩანს, მას ეგონა, რომ ცხოველები მშივრები იყვნენ.

Zooclub

კანადელმა სამართალდამცველებმა, ამ ფაქტთან დაკავშირებით, რეაგირება იმ დღესვე მოახდინეს. საქმე ის არის, რომ ადგილობრივი კანონის მიხედვით, გარეული ცხოველის გამოკვება აკრძალულია. გარდა ამისა, რენდი პირველი არ არის, რომელმაც ტყის ბინადრებს საკვები უწილადა.

Zooclub

ადგილობრივი ბუნების დაცვის ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ გარეულ ცხოველებთან კონტაქტისგან. როგორც მათ Facebook-ის საკუთარ გვერდზე აღნიშნეს, რენდის და კიდევ ერთ ადგილობრივ მცხოვრებს მოუწევთ, სასამართლოს წინაშე წარსდგნენ.

სინამდვილეში, ადამიანებისთვის განკუთვნილი საკვებით გარეული ცხოველების გამოკვება აკრძალულია, რადგან ამან შესაძლოა, ცხოველის სიკვდილი გამოიწვიოს. ადგილობრივი ბუნების დამცველები კომენტარებში აღნიშნავენ, რომ მათ იმედი აქვთ, დამნაშავეები მთელი სიმკაცრით დაისჯებიან.

ასევე იხილეთ:

რატომ არ უნდა აიყვანოთ ნაპოვნი ბარტყი

ტყეში ნაპოვნი მომაკვდავი 3 თვის ბელი მამაკაცმა გადაარჩინა, თუმცა, გარეული ცხოველის დახმარებას კანონი კრძალავს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?