შოკისმომგვრელი ისტორია ლომისა და პატარა ბაბუინის შესახებ
შოკისმომგვრელი ისტორია ლომისა და პატარა ბაბუინის შესახებ
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ორმა ფოტოგრაფმა გადაწყვიტა საფარაში წასვლა… მოგზაურობის დროს, მათ შეამჩნიეს დედალი ლომი, რომელმაც მოკლა ბაბუინი. შემდეგ მოვლენები სრულიად წარმოუდგენლად განვითარდა.

Zooclub
ფოტოგრაფები შემთხვევით წააწყდნენ მიახლოებით 30 ბაბუინისგან შემდგარ ჯგუფს, რომლებსაც ლომი ემტერებოდა. სამწუხაროდ, ლომი ერთ-ერთ ბაბუინს დაეწია.

Zooclub
ფოტოგრაფებმა ცხოველებზე დაკვირვება გადაწყვიტეს, რადგან მათ შეამჩნიეს, რომ გარდაცვლილ ბაბუინს მისი შვილი ჯერ კიდევ არ მოშორებოდა.

Zooclub
როდესაც ლომმა მკვდარი ბაბუინის წაღება გადაწყვიტა, ბაბუინის შვილმა მოულოდნელად მოსწყდა დედის სხეულს და ახლოს მდგარი ხისკენ გაიქცა, რომ ზედ ამძვრალიყო. მაგრამ ის ძალიან სუსტი იყო
ამისთვის. ლომი მას ნელ-ნელა მიუახლოვდა. ეს ის მომენტია, როდესაც ყველა სისხლიან გარჩევას მოელის, მაგრამ…

Zooclub
ყველას
გასაკვირად, პატარა ბაბუინისა და ლომს შორის არაფერი გამოხატულა ნაზი ცნობისმოყვარეობის გარდა. ლომი შეშინებულ პატარას გაეთამაშა. პატარა ბაბუინი დაჭრილი და საკმაოდ სუსტი იყო... და ეს კადრი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა...

Zooclub

Zooclub
პატარა ბაბუინი დამშვიდდა და ლომთან თამაში დაიწყო.

Zooclub

Zooclub
სხვა ლომები უახლოვდებოდნენ მათ და ცნობისმოყვარეობას გამოხატავდნენ, არანაირი აგრესია არ ყოფილა, სანამ არ მოვიდა მამალი ლომი. მაგრამ მან მოულოდნელი პასუხი მიიღო უკმაყოფილების გამომხატველი ღრიალის პასუხად.

Zooclub
მეზობელ ხეზე ბაბუინები ისხდნენ და სიტუაციას აკვირდებოდნენ.

Zooclub
და შესაფერის სიტუაციაში ერთ-ერთი მათგანი ჩამოხტა და პატარა მაიმუნი ზემოთ, ხეზე დააბრუნა.
manana -sh
ეჰ, ნეტავ სამყარო ისე მოწყობილი, რომ არანაირი მტრობა არ არსებობდეს, როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებს შორის...
marina
Dzaan miyvars cxovelta samyaro
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?