დედა პანდა თავის ნაშიერს უცნაურად ეთამაშება (სახალისო ვიდეო)
რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც დედა პანდა თავის შვილს ეთამაშება. შესაძლოა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა, მშობლის დამოკიდებულება ნაშიერის მიმართ მეტად უჩვეულოა. სწორედ ამიტომ, სოციალური ქსელის მომხმარებელთა შორის აზრები ორად გაიყო - ზოგიერთი მათგანი აღნიშნავდა, რომ მშობელი შვილს უხეშად ექცევა, ხოლო სხვები ამ სანახაობას სახალისოდ მიიჩნევდნენ.

დედა პანდა, პირდაპირი მნიშვნელობით, აბურთავებს თავის ნაშიერს. მეტიც, კადრებში კარგად ჩანს, რომ პატარა არსებას დედასთან "თამაში" არ მოსწონს და გაქცევას ცდილობს, თუმცა, ზრდასრული პანდა შვილს არ უშვებს.

სწორედ ამიტომ, პანდების თავშესაფარში დაბადებულ
ნაშიერს გარკვეულ ასაკამდე მშობელს აშორებენ და სპეციალისტები ზრდიან, რადგან დედა პანდა ითვლება ყველაზე უყურადღებო მშობლად,
რომელსაც უნებლიეთ შეუძლია, შვილს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

ასევე იხილეთ:

გორილამ თავისი ახალდაბადებული ნაშიერი ხელში აიყვანა და ჩაკოცნა

გეი პინგვინების წყვილმა "საბავშვო ბაღიდან" მშობლებს პატარა პინგვინი მოსტაცა

ქათამი თავად გახდა ქოლგა, რათა შვილები ძლიერი წვიმისგან დაეცვა
ნონა
დედა პანდის მხრიდან, ეს არ არის თამაში. აშკარად სჩანდა პატარა გაქცევას ცდილობდა, მაგრამ ვინ უშვებდა? შემეცოდა პატარა პანდუშა, რომელიც დედამისმა ასე აბურთავა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?