გასაცოდავებული ვეფხვი, მოტეხილი კბილებით, ადამიანებთან დახმარების სათხოვნელად მივიდა
გასაცოდავებული ვეფხვი, მოტეხილი კბილებით, ადამიანებთან დახმარების სათხოვნელად მივიდა
ძუ ამურის ვეფხვი, ბოლო იმედით, ტყიდან გამოვიდა და დახმარებისთვის ადამიანებს მიაკითხა. გასაცოდავებული ვეფხვი, მოტეხილი კბილებით, გამოფიტული და დაზიანებული თათებით, ხაბაროვსკის ოლქში,  სახლის ვერანდაზე აძვრა - მაშველებმა ბოლო წუთებში მიუსწრეს.

ორგანიზაციის "ამურის ვეფხვის" სპეციალისტთა ჯგუფი შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდა. მტაცებელს წინააღმდეგობა არ გაუწევია, თითქოს ადამიანების დახმარების იმედი ჰქონდა.

Zooclub

ძუ ვეფხვი ქალაქ ალექსეევკის სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს. ცხოველის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა, მის გადასარჩენად ვეტერინარებმა ყველაფერი გააკეთეს. პირველ რიგში, მას გამოკვება სჭირდებოდა, რადგან ძლიერად გამოფიტული იყო. ვეფხვი კარანტინში გადაიყვანეს, ცხოველთა დამცველებისა და ვეტერინარების მეთვალყურეობით.

Zooclub

ამ
ეტაპზე ცნობილი არ არის, თუ რა გარემოებამ გამოიწვია მტაცებლის მძიმე ტრავმები.

რუსეთში ამურის ვეფხვის 550
ინდივიდი შემორჩა. ერთი ვეფხვის გადარჩენაც კი მნიშვნელოვანია ამ სახეობის პოპულაციისთვის.

ასევე იხილეთ:

ტურისტმა გასაცოდავებული ლომი პატარა გალიაში შენიშნა, მას შემდეგ მტაცებლის ცხოვრება სრულიად შეიცვალა

გოჭებს ზოლიანი კოსტიუმები ჩააცვეს და ვეფხვის გალიაში შეუშვეს

ფოტოებზე აღბეჭდილი გრაციოზული ჯიქების ცხოვრება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?