რომელ ცხოველებს შეიძლება ასწავლოთ საუბარი
რომელ ცხოველებს შეიძლება ასწავლოთ საუბარი
ალბათ, ბევრ ჩვენგანს სურს საყვარელ ცხოველთან დიალოგის გამართვა და კითხვებზე მათი აზრიანი პასუხების მოსმენა. დღეს გავიხსენებთ, ცხოველებიდან რომელს შეიძლება შევასწავლოთ ადამიანის ენა. თუთიყუში
მოსაუბრე ცხოველებს შორის პირველ ადგილს ფრინველები იკავებენ, კონკრეტულად კი თუთიყუშებს, ათასობით სიტყვის დამახსოვრება და წარმოთქმა შეუძლიათ. განსაკუთრებულ სახეობებს შეუძლიათ ასევე გააზრებულად წარმოთქვან შესწავლილი სიტყვები და გამართონ პრიმიტიული, მაგრამ მაინც დიალოგი.
ამის ნათელი მაგალითია თუთიყუში, სახელად ნკიზი, რომელიც პირდაპირ ეთერში წამყვანთან აქტიურ დიალოგში ჩაება და ცდილობდა ეხუმრა კიდეც. ტელეკომპანია "BBC"-ზე, ამ თუთიყუშზე დოკუმენტური ფილმი არა ერთხელ გაშუქდა.

აღსანიშნავია, რომ
ერთ თუთიყუშს შეუძლია მიიღოს, როგორც ქალის, ისე მამაკაცის ხმა, გარდა ამისა, გამოსცეს მექანიკური ხმები, მაგ:
სხვადასხვა სამშენებლო ხელსაწყოს ხმა.

ყვავი
Zooclub
გაირკვა, რომ თუთიყუშების გარდა, საუბრის სწავლა შეუძლიათ ყვავებსაც. რაც უფრო ადრე დაიწყებთ მისთვის ენის შესწავლას, დადებითი შედეგის მიღების მით მეტი შანსი გაქვთ.

შიმპანზე
Zooclub
შიმპანზე საკმაოდ ჭკვიანი და განვითარებული ცხოველია. თუმცა, მათი სასაუბრო აპარატი ადამიანური სიტყვების წარმოსათქმელად არც ისეთი განვითარებულია. შესაძლებელია, შიმპანზემ ჟესტების ენა შეისწავლოს, რაც, თავის მხრივ, მათ გონიერებაზე მეტყველებს.

ერთ-ერთი ნათელი მაგალითი გახლავთ შიმპანზე, სახელად ვიკი, რომელიც აღმზრდელებმა საკუთარი ქალიშვილივით აღზარდეს. მიუხედავად იმისა, რომ ვიკის მხოლოდ ორი სიტყვის - „დედა“ და „მამა“ წარმოთქმა შეეძლო, ის თავისუფლად ახერხებდა კონტაქტს ჟესტების ენით, ასევე შეეძლო ხატვა, იყენებდა დანა-ჩანგალსა და კბილის ჯაგრისს.

სპილო
Zooclub
მეცნიერებას ახსოვს რამდენიმე სპილოც, რომლებმაც გარკვეული რაოდენობის სიტყვა, ადამიანების ენაზე წარმოთქვეს. ამისთვის ისინი იყენებდნენ ხორთუმის წვერს, რომლითაც პირს აწვებოდნენ.

დელფინი
Zooclub
მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ დელფინებს შესანიშნავად ესმით ადამიანების ენის და გარკვეული სიტყვების წარმოთქმაც შეუძლიათ.

კატა
Zooclub
რამდენიმე სიტყვის წარმოთქმა შეუძლიათ კატებსაც. მაგ: კატა მესიმ, აზერბაიჯანიდან, რამდენიმე ათეული სიტყვა იცის.

ძაღლი
Zooclub
„მოლაპარაკე“ ძაღლების არა ერთი მაგალითია ცნობილი, თუმცა, მათი ლექსიკონი მხოლოდ სამიოდე მარტივი სიტყვით შემოიფარგლება.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ცხოველს არ შეუძლია ადამიანის მსგავსად საუბარი, ისინი ჩვენთან ცხოველური ენით ურთიერთობენ. შესაძლოა, მათ უკვე დიდი ხანია სურთ და ცდილობენ რაიმე გვითხრან. მათი ენა მარტივად გასაგებია, თუ ცოტაოდენ მოთმინებასა და სურვილს გამოვიჩენთ. მაშინ კი, ალბათ, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას გავიგებთ, რაც ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახება.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?