აქლემი, სახელად ჩინი, საქართველოში "საქმროს" ეძებს
აქლემი, სახელად ჩინი, საქართველოში "საქმროს" ეძებს
თბილისის იპოდრომზე ბინადრობს უამრავი ძაღლი, კატა, თხა, ქათამი და ერთი მდედრი აქლემი, მათი პატრონი ცხოველებთან ერთად თურქეთიდან შემოვიდა საქართველოს საზღვარზე. შვეიცარიელი ცხოველთა მოყვარული, როლად ვარდენი, მეტსახელად გორანი, უკვე 22 წელია, რაც სხვადახვა ქალაქში მოგზაურობს – ის 39 ქვეყანაშია ნამყოფი თავის ცხოველებთან ერთად. 

გორანი და მისი ოთხფეხა ბინადრები თბილისის ცენტრში მშვიდად ცხოვრობდნენ, სანამ მისი აქლემი ჩინი 70 წლის მამაკაცს თავს არ დაესხა. მამაკაცი მსუბუქად დაშავდა, თუმცა პოლიციის ჩარევის შემდეგ გორანი 1300 ლარით დააჯარიმეს.

"თუ ცხოველი ადამიანს თავს დაესხა, ამ ორს შორის
დამნაშავე მხოლოდ ადამიანია." – ამბობს ჩინის პატრონი.

Zooclub

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ გორანი დააჯილდოვა, როგორც "ყველაზე ექსტრავაგანტური
მოგზაური".

"ჩინი უკვე 14 წლისაა, თუ საქმროს ვერ იშოვის, შესაძლოა, დეპრესიაში ჩავარდეს და თავი მოიკლას. მას საქართველოში ვერ ვუშოვე მეორე ნახევარი, ამიტომ საქმროს ძებნას სხვა ქვეყანაში გავაგრძელებთ." – ამბობს აქლემის პატრონი.

იხილეთ ვიდეო

შვეიცარიელ ტურისტს თავის ბინადრებთან ერთად რუსეთის ტერიტორიაზე შესვლაც სურდა, თუმცა ის საზღვარზე არ გადაუშვეს. სულ მალე გორანი თავის ცხოველებთან ერთად აზერბაიჯანში გაემგზავრება, სადაც არსებობს აქლემების ფერმა და იმედი აქვს, რომ ჩინის "საქმროს" სწორედ იქ შეურჩევს.

გამოყენებულია www.eurasianet.org მასალა

სრულიად იხილეთ: http://www.eurasianet.org/node/68886

MITO
კაცოო ვირზე შეაჯვარე,ვირზეი....შენ კიდე რაღა მოგივიდა ჰააა, საბედნიეროდ ვირების დიდი არჩევანი გვააქ საქართველოშია
maxare
საერთოდ რატომ შემოუშვეს ეს ვიღაც ვარდენი საქართველოში? მარტო აქლემი კი არა ცხენიც და თხებიც ჰყავს, მოკლედ ვისაც მოეპრიანება შეუძლია შემოვიდეს საქართველოში თავისი ზოოპარკით))) იპოდრომს აქლემისგან და თხებისგან დაბინძურება აკლდა, მალე ძროხები, სპილოები და რა ვიცი კიდევ რა ცხოველები გამოჩნდებიან, იქნებ ახალი დასახელება მოვიფიქროთ იპოდრომისათვის?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?