ახალშობილი ვომბატი სოციალურ ქსელში ზოგიერთმა ადამიანმა ყველაზე საყვარელ არსებად შეაფასა, ხოლო ზოგი ფიქრობს, რომ ის ამაზრზენია (+ვიდეო)
ვიდეო რგოლმა, სადაც ერთი ციდა ვომბატი ძილის დროს წამწამებს ახამხამებს, ინტერნეტის მომხმარებლებს შორის განსხვავებული აზრი გამოიწვია: ზოგიერთი მას უსაყვარლეს არსებად თვლის, ხოლო სხვები მიიჩნევდნენ, რომ ის ამაზრზენია.

სოციალურ ქსელში პატარა ცხოველის კადრები განათავსა ორგანიზაცია "Sleepy Burrows Wombat Sanctuary"-მა, რომელიც ქალაქ კანბერის (ავსტრალია) სიახლოვეს მდებარეობს. ისინი დახმარებას უწევენ დაშავებულ, დაობლებულ, ადამიანებისგან დაზარალებულ ვომბატებს, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ ცხოველებს ბუნებრივ არეალში უშვებენ.

ვიდეოს ერთვოდა კომენტარი: "ვომბატებს ძალიან საყვარლად სძინავთ. ამ ვარდისფერ ნაშიერს, სახელად კეტელს, თავის ჩანთაში სძინავს."

კადრების გავრცელებით, ორგანიზაცი
ამ საზოგადოებას აჩვენა, თუ რისი გადატანა უწევთ ამ უსაყვარლეს ცხოველებს ავსტრალიაში - კეტელის დედა მოუკლეს. ის კეთილი ადამიანების დახმარებით თავშესაფარში მოხვდა და
მასზე სპეციალისტები ზრუნავენ.

ასევე იხილეთ: 

ეს პატარა არსება კუბაზე ბინადრობს... როცა გაიგებთ, რა ცხოველია, შესაძლოა, შიშის გრძნობა გაგიჩნდეთ

ვირთხა თუ ჭია? ქალმა ამოუცნობი არსება ვიდეოზე გადაიღო

5 წლის გოგონასა და ოთხმეტრიანი პითონის თამაში მამამ ვიდეოზე გადაიღო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?