დათვებთან სელფის გადაღებისთვის ტურისტმა სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო (+ვიდეო)
კატმაის ნაციონალურ პარკში (ჩრდილოეთ ამერიკა, ალასკის ნახევარკუნძული), მდინარესთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ტურისტი, რომელმაც ალასკის მურა დათვებთან ფოტოების გადაღება გადაწყვიტა.

ამ დროს მტაცებლები მდინარეში თევზზე ნადირობდნენ, მამაკაცმა დაცული ადგილი გადაკვეთა და მათ სიახლოვეს მივიდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მის გარდა კიდევ ორმა მამაკაცმა ამკრძალავი ნიშნები გადაკვეთა და მდინარეში ფოტოების გადასაღებად შევიდნენ.

სამეული პარკის რეინჯერებმა დააკავეს. სამართალდამცველების თქმით, ისინი პასუხს აგებენ მთელი სიმკაცრით, რადგან საკუთარი თავი და მტაცებლებიც საფრთხეში ჩააგდეს.

ასევე იხილეთ:

ძუ ლომმა ტურისტებზე თავდასხმა სცადა, თუმცა, მან ნახტომის მანძილი ვერ გათვალა

საფარი-პარკში მშობლებმა
ბავშვი მანქანი
დან გადმოიყვანეს და გადაწყვიტეს ავაზასთან სელფის გადაღება


მამაკაცმა ბიზონის ნებისყოფა შეამოწმა, ის გადმოვიდა მანქანიდან და უზარმაზარ ცხოველს მიუახლოვდა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?