გოგონას გაუმართლა, რომ გამოქვაბულში შესვლა გადაიფიქრა (+ვიდეო)
ფოტო, რომელსაც ახლა ხედავთ, ბიჭს თავისმა მეგობარმა გოგომ გაუგზავნა. გოგონა იტალიაში მოგზაურობს. მან გზავნილში დაწერა, რომ გამოქვაბულში შესვლა სურდა, თუმცა, გადაიფიქრა, რადგან მოეჩვენა, რომ იქ დიდი ღამურა იმალებოდა.

ტურისტი დარწმუნებული არ იყო საკუთარ მოსაზრებაში, ამიტომ თავის მეორე ნახევარს ფოტოს გაწმენდა სთხოვა. როდესაც ბიჭმა თხოვნა შეასრულა, ის გაოცებული დარჩა. გოგონას გაუმართლა, რომ გამოქვაბულში არ შევიდა, რადგან შესაძლოა იქიდან ცოცხალი ვეღარ გამოსულიყო.

"ამ შედეგს ნამდვილად არ ველოდი. მეგონა, იქ ღამურა იქნებოდა, თუმცა, დამალული მტაცებლის ყოფნა აზრადაც არ მომსვლია. ბევრს ვმოგზაურობ და ძალიან მიყვარს ბუნებაში
ხეტიალი. ჩემსავით
არა ერთი ადამიანია, ამიტომ ვურჩევ, ყოველთვის ყურადღებით დაათვალიერონ გარემო, სადაც იმყოფებიან და ჯგუფს არ ჩამორჩნენ", - წერს ტურისტი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.

ასევე იხილეთ:

გოგონამ თავის სახლში დაუპატიჟებელი სტუმარი აღმოაჩინა

როგორ გამოიყურება ჩერნობილის ზონა დღეს, მრავალფეროვანი ცხოველებით

დრონით გადაღებული, ველურ ბუნებაში მცხოვრები ამურის ვეფხვების ოჯახი




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?