5 წლის გოგონასა და ოთხმეტრიანი პითონის თამაში მამამ ვიდეოზე გადაიღო
გველების მოყვარულმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მისი ხუთი წლის შვილი ეფერება ოთხმეტრიან პითონს, ხოლო შემდეგ გოგონა საკმაოდ უახლოვდება ქვეწარმავლის სახეს. კადრები YouTube-ის არხზე გავრცელდა.

ავტორმა არ დააკონკრეტა, თუ რომელ ქვეყანაშია ვიდეო გადაღებული, მაგრამ კომენტარებში ირწმუნება, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც აღმოჩნდა, მათ ოჯახში ორი უზარმაზარი პითონი ცხოვრობს - სონი და შერი.

YouTube-ის არხის აღწერაში წერია, რომ გველები არ არიან სისხლისმსმელი არსებები, მაგრამ სხვადასხვა გამოცემაში მათ ხშირად ისე ახასიათებენ, რათა ადამიანებში პანიკა და პარანოია გამოიწვიონ. ვიდეოს კომენტარები ორ ბანაკად გაიყო: ერთნი
აღფრთოვანებულნი იყვნენ ბავშვისა და პითონის თბილი ურთიერთობით, ხოლო სხვებმა ვიდეოს ავტორი გააფრთხილეს, რომ ერთ დღეს
თავის შვილს მკვდარს აღმოაჩენს და ეს მისი დანაშაული იქნება.

ასევე იხილეთ:

სამი წლის ბავშვმა ექვსმეტრიანი პითონით "იჯირითა"

დედამ პითონი, რომელმაც მისი შვილი დაახრჩო, არ დააძინებინა…

გოგონა უზარმაზარ გველს წმენდს, რომელიც წინააღმდეგობის გაწევას არ ცდილობს
marta
ვაიმე რამხელაა ეს ოხერი....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?