საფარი-პარკში მშობლებმა ბავშვი მანქანიდან გადმოიყვანეს და გადაწყვიტეს ავაზასთან სელფის გადაღება (ემოციური ვიდეო)
Beekse Bergen - ჰოლანდიის საფარი-პარკი, სადაც აფრიკიდან ჩამოყვანილი გარეული ცხოველები ბინადრობენ. მნახველებს სასტიკად ეკრძალებათ ავტომობილებიდან გადმოსვლა, მაგრამ, როგორც ჩანს, წესებს ყველა არ კითხულობს.

ფრანგების ოჯახმა (სამი ზრდასრული და ორი ბავშვი) პარკის ცენტრში მანქანა გააჩერეს და გადმოვიდნენ, რათა ენახათ, თუ როგორ ისვენებდნენ ავაზები და ფოტოებიც გადაეღოთ. თავიდან ყველაფერი მშვიდად იყო, თუმცა, შემდეგ ოჯახმა მანქანა მოშორებით გააჩერა. ისინი სასეირნოდ და ფოტოების გადასაღებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. ავაზებმა, რომლებიც რამდენიმე წუთით ადრე მშვიდად ისვენებდნენ, მიმზიდველ ნადავლზე ნადირობა გადაწყვიტეს. ეს კატები ყველაზე სწრაფი ძუძუმწოვრები არიან.

Zooclub

ტურისტებმა მტაცებლები ბოლო
წუთებში შეამჩნიეს. ქალმა ბავშვი სწრაფად აიყვანა და ავაზების ტერიტორიიდან გაგდებას ცდილობდა. თავის გადასარჩენად,  ყველა მათგანი
ავტომანქანისკენ გაიქცა.

ადამიანები, რომლებიც ინციდენტს ვიდეოზე იღებდნენ, გაოცებულნი იყვნენ ნანახით და მთელი ემოციით გამოხატავდნენ ნერვიულობას. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. პარკის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ტურისტებს უსაფრთხოების წესები.

"ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვაფრთხილებთ პარკის დამთვალიერებლებს, რომ მანქანა არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ, როდესაც ნაკრძალის ტერიტორიაზე არიან."

ასევე იხილეთ:

ცნობისმოყვარე ჯიქი ტურისტს ფეხსაცმელზე დასწვდა

სპილომ მომაბეზრებელი ტურისტები ტერიტორიიდან გაყარა

საფარი-პარკის მფლობელმა ლომები კატებივით "ფლოსტით" დააფრთხო

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?