ორი იმპალა ერთმანეთთან იბრძოდა, როდესაც მათ ჯიქი თავს დაესხა (+ვიდეო)
რქებით შერკინებული ორი ჩლიქოსანი კრიუგერის ნაციონალური პარკის შუა გზაზე ურთიერთობის გარკვევას ცდილობდა და მათ საერთოდ არ მიუქცევიათ ყურადღება ტურისტებისთვის, რომლებიც წყვილს შორიახლოს აკვირდებოდნენ.

და, აი, თითქოს ბრძოლა დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც იმპალებს (ჩლიქოსანი ცხოველი, ძროხისებრთა ოჯახისა)  თავს დაესხა ჯიქი და ყველას ეგონა, რომ ჩხუბი მის სასარგებლოდ დასრულდებოდა, მაგრამ ამაოდ - დიდმა კატამ ვერ მოასწრო მათი დაჭერა.

თუ მტაცებელს კარგად დააკვირდებით, მის სახეზე იმედგაცრუებას ამოიკითხავთ, რადგან ის ნადავლის გარეშე დარჩა. ეს იყო წარუმატებელი ნადირობა, რაც ჯიქისთვის იშვიათი მოვლენაა.

ასევე იხილეთ:

არწივისა და მელიას "დრამატული"
შერკინება ნადავლისთვის, ვიდეოზე მოხვდა


ყვავი მოჩხუბარი კატების გაშველებას ცდილობს

ბრძოლა სავანაში: პატარა ჯიქი ვარანის წინააღმდეგ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?