ინდოეთში 6 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდნილი ხარი გადაარჩინეს (ემოციური ვიდეო)
ინდოეთის სამხრეთით, შტატ კარნატაკაში, სოფლის მცხოვრებლებმა ჭაში ჩავარდნილი ხარი გადაარჩინეს. ცხოველის გადარჩენის კადრები გამოცემა "Daily Mail"-მა გაავრცელა.

ადგილობრივმა აღმოაჩინა 6 მეტრის სიღრმეში ჩავარდნილი ხარი, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა არ ჩაძირულიყო. მამაკაცმა დასახმარებლად სოფლის მცხოვრებლებს დაუძახა. მის ხმაზე რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა.

რამდენიმე მამაკაცი ჭაში ჩავიდა, ხარს თოკები მოახვია და ერთი საათის შემდეგ ცხოველი სამშვიდობოს ამოიყვანეს. ყოველივე კი იმ ათობით ადამიანის დამსახურებაა, რომლებმაც ხარი გასაჭირში არ დატოვეს.

ასევე იხილეთ: 

ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ლომი გადაარჩინეს

დედა სპილო 11 საათის განმავლობაში ცდილობდა ჭაში
ჩავარდნილი შვილის გადარჩენას


ის 24 საათის განმავლობაში ხიდის კიდეს ეკიდებოდა... თითქოს გრძნობდა, რომ გადაარჩენდნენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?