ადამიანის ყურები ტარაკნებისთვის იდეალურ სახლად აღიარეს
ადამიანის ყურები ტარაკნებისთვის იდეალურ სახლად აღიარეს
ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ენტომოლოგმა, კობი შალმა ახსნა მიზეზი, რის გამოც ტარაკნები ადამიანების ყურებში ძვრებიან.

როგორც ექსპერტმა "he Verge"-ს განუცხადა, ტარაკნები ჩვეულებრივ ღამე გამოდიან, როდესაც ადამიანს სძინავს. მწერებს უყვართ პატარა, თბილი და ნესტიანი ადგილები, ამიტომ უძრავი ადამიანი იდეალურ მსხვერპლად იქცევა. გარდა ამისა, ტარაკნებს ძალიან იზიდავთ ადამიანის ყურის სუნი, რომელიც პურის, ან ლუდის სუნს წააგავს.

“ტარაკნისთვის ყური ჩანს ადგილად, რომელიც უსაფრთხოა კვებისა და დასვენებისთვის”, - აღნიშნავს შალი.

ყურში მოხვედრის შემდეგ ტარაკანი იჭედება და დამოუკიდებლად ვეღარ ახერხებს იქიდან გამოსვლას. ზოგ შემთხვევში მწერს შეუძლია
ყურში მთელი კვირა იცხოვროს საკვებისა და წყლის გარეშე. შალმა ასევე აღნიშნა, რომ თითქმის ყოველთვის ასეთ
შემთხვევაში ადამიანი ცდილობს ყურის არხის გაწმენდას და შედეგად კლავს ტარაკანს. ამან თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ან ყურის აპკის დაზიანება, ან სერიოზული ინფექცია. ამიტომ, ყურში მწერის მოხვედრის შემთხვევაში, აუცილებელია მაშინვე მიმართოთ ექიმს.

კეტი ჰოლის თქმით, მაისის დასაწყეში მის ყურში ტარაკანი 9 დღე ცხოვრობდა. მან ექიმს მიმართა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?