პროექტი "ფერფლი და თოვლი" (+ ფოტო და ვიდეო)
პროექტი "ფერფლი და თოვლი" (+ ფოტო და ვიდეო)
კანადელი ფოტოდოკუმენტალისტმა გრეგორი კოლბერტმა (Gregory Colbert) ფოტოგრაფიის ოსტატის შემოქმედებითი გზა პარიზში დაიწყო, სადაც იგი მწვავე სოციალურ თემებზე იღებდა დოკუმენტურ ფილმებს. სწორედ ფილმმა მოიყვანა გრეგორი კოლბერი ფოტოსამყაროში.

მისი პირველი პერსონალური გამოფენა ფოტოგრაფის ამპლუაში 1992 წელს შედგა, როდესაც ხელოვანს 32 წელი შეუსრულდა.

შემდეგი ათწლეული გრეგორიმ მოგზაურობას დაუთმო. მოიარა აზია, აფრიკა და ანტარქტიდაც კი. ფოტოგრაფი ყველგან ყურადღებას ამახვილებდა ადამიანისა და ცხოველის კავშირზე. 13 წლის მანძილზე მან მსოფლიოს 32 ყველაზე შორ კუთხეებში ჩატარებულ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა, უსმენდა ცხოველების ხმას და პოულობდა მათთან საერთო ენას.

2005 წელს გამოვიდა მისი ფილმი "ფერფლი და თოვლი", რომელმაც კინოკრიტიკოსების ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა, ხოლო
იმავე დასახელების ფოტოგამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ათმა მილიონმა ადამიანმა  იხილა.

პროექტი "ფერფლი და თოვლი" ეს არის აბსოლუტური ფილმი, აბსოლუტური ხელოვნება, აბსოლუტური ჰარმონია.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო



გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?