ფოტოგრაფი 3 წლის განმავლობაში ტყის პატარა ბინადრების ნდობის მოპოვებას ცდილობდა
ფოტოგრაფი 3 წლის განმავლობაში ტყის პატარა ბინადრების ნდობის მოპოვებას ცდილობდა
ფრთხილი ტყის ცხოველები მის ხელზე ცოცდნებიან და სანამ სასუსნავს მიირთმევენ ფოტოგრაფი ახლო მანძილიდან უნიკალურ კადრებს იღებს.

სტივს 3 წელი დასჭირდა, იმისათვის, რომ გარეული ცხოველების ნდობა მოეპოვებინა. ჩვეულებრივ, ფრინველები და მღრღნელები ძალიან მშიშარა არსებები არიან, თუმცა ფოტოგრაფმა მათთან დამეგობრება შეძლო. ცხოველები უკვე იცნობენ თავიანთ სტუმარს და მამაკაცის გამოჩენისას სიხარულით უახლოვდებიან მას. სტივი ტყის ბინადრებთან ცარიელი ხელებით არასოდეს მიდის.

Zooclub

გარეულ ფრინველებთან და მღრღნელებთან მეგობრობის წყალობით მამაკაცი ძალიან ახლო მანძილზე, საოცარ ფოტოებს იღებს.

"ეს წარმოუდგენელია. საოცრებაა ცხოველებისგან ასეთი ნდობა. პატარა ფრინველები ზოგჯერ  ჩემს მხარზეც
ჯდებიან. ეს კი, მათი მხრიდან,  ნდობის უმაღლესი გამოხატულებაა,"- ამბობს ფოტოგრაფი.

Zooclub

"ჩვენი მეგობრობა 3 წლის წინ
დაიწყო. იქ, სადაც ძაღლთან ერთად ვსეირნობდი, არაერთი ფრინველი ჩნდებოდა. მომდევნო დღეებში სასუსნავები მიმქონდა და ღობეზე უტოვებდი. რამდენიმე დღე შორიდან მაკვირდებოდნენ, მომდევნო დღეებში უკვე ღობესთან მხვდებოდნენ."

ფრინველებთან ექსპერიმენტის შემდეგ, ფოტოგრაფმა გადაწყვიტა იგივე მეთოდით მღრღნელებს დამეგობრებოდა. 3 წლის შემდეგ, ყველა ტყის ბინადარი სტივის მანქანის ხმას ცნობდა და ნაპირიკენ გამოდიოდა.

Zooclub
Zooclub
დღეს, როდესაც ფოტოგრაფი ტყეს უახლოვდება, ფრინველების დიდი რაოდენობა თითქმის ერთ გუნდად მოდის და მას ეგებება.

Zooclub

"ყველაფერი დამოკიდებულია მოთმინებასა და ცხოველებისადმი სიყვარულზე. თავიდან საკვებით სავსე ხელი ტოტზე დავდე, რათა ფრინველს თავი უსაფრთხოდ ეგრძნო. დროთა განმავლობაში ისინი გეჩვევიან. ჩემი აზრით, გულწითელა ყველაზე მამაცი ფრინველია,"- ამბობს სტივი.

Zooclub

ფოტოგრაფმა აღიარა, რომ მან ყველა სახეობის ფრინველის და ცხოველის შეჩვევა ვერ შეძლო. ზოგიერთი ტყის ბინადარი გაცილებით მშიშარა და ფრთხილია.

ასევე იხილეთ:

თეთრი დათვის ბელი ფოტოგრაფს მეგობრულად მიესალმა... ყველაფერი ამით არ დამთავრებულა

33 ულამაზესი შეფერილობის შინაური ფრინველი

"ბავშვები საუკეთესო მეგობრები არიან"- ჩვილების და ცხოველების შთამბეჭდავი ფოტოები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?