ორი ფოცხვერი ერთმანეთს უყვირის... მამაკაცი უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდა (+ვიდეო)
კანადის მცხოვრებმა ედ თრისიმ, ოჯახთან ერთად მოგზაურობის პერიოდში, ტყის სიახლოვეს ორი ფოცხვერი შეამჩნია. მამაკაცის თქმით,  ამ მხარეს ეს ცხოველები გავრცელებულნი არიან, თუმცა, ადამიანის დანახვისას იმალებიან. ამ დღეს ფოცხვერებს დამალვა არც უცდიათ, რადგან "საქმეს არჩევდნენ"- ისინი ერთმანეთის მისამართით ადამიანებივით ყვიროდნენ.

თრისის ოჯახი ცხოველების სიტყვიერ კონფლიქტს თითქმის ათი წუთი აკვირდებოდა - ამ ხნის განმავლობაში ისინი გამოსცემდნენ ხმას, თუმცა, ერთმანეთზე თავდასხმა არ უცდიათ.

სანამ ედი გზას განაგრძობდა, მან კადრები ვიდეოზე გადაიღო, რაც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

სოციალური ქსელის მომხმარებლები ხუმრობით აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი ყვირილი არაერთხელ
უნახავთ: მაგალითად, მოზარდების ან და-ძმის ჩხუბის დროს. ზოგიერთი კომენტარებში წერდა, რომ ვიდეო გახმოვანებული იყო.

ასევე იხილეთ:

დათვის ფოტომ, რომელიც დივანზე ისვენებს, ინტერნეტ სივრცე დაიპყრო​


ძაღლი ცდილობს, მოჩხუბარი ქათმები გააშველოს

ძაღლი მეზობლის ცალთვალა ცხენზე დაჯდა და გაიქცა... ამ ვიდეოს 5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?