კუსკუსას დაუნდობელი ბრძოლა პითონთან შვილის გადასარჩენად (ფოტოები ქრონოლოგიურად)
კუსკუსას დაუნდობელი ბრძოლა პითონთან შვილის გადასარჩენად (ფოტოები ქრონოლოგიურად)
დაუნდობელი ბრძოლა გაიმართა ქრისტინ ბირჩ ვილიამსის ეზოში, რომელიც სანშაინ-კოუსტის (კუინზლენდი, ავსტრალია) სანაპირო ზოლში ცხოვრობს.

გოგონას თქმით, მის ტერიტორიაზე პითონი შეიპარა და კუსკუსას ნაშიერს თავს დაესხა, თუმცა, სიახლოვეს მყოფმა დედამ, შვილის გადასარჩენად, ქვეწარმავალთან ნამდვილი ბრძოლა გამართა. მან ფოტოები მეგობრის სტიუარტ მაკეინის facebook-ის გვერდზე განათავსა.

ფოტოებიდანაც ჩანს, რომ იგი საკუთარი ნაშიერის გადასარჩენად პითონთან რამდენიმე წუთი იბრძოდა, რის შედეგადაც გველმა ნადავლი დათმო და ბალახებში გაუჩინარდა.

Zooclub

"კუსკუსას ნაშიერს დაზიანებები თითქმის არ მიუღია, რისი თქმაც არ შემიძლია პითონზე, რომელიც ბუჩქებში სწრაფად მიიმალა. დიდი ალბათობით, ის
დაკბენილი იქნება,"-
წერს სტიუარტ მაკეინი ფოტოების კომენტარებში.

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub


Zooclub

კუსკუსა - მცირე ზომის ჩანთოსანი ძუძუმწოვარი. მისი ბინადრობის არეალი ავსტრალია და მისი მოსაზღვრე კუნძულებია. ეს სახეობა აქტიურია ღამით, იკვებება მცენარეებით, მწერებით, პატარა ფრინველებით და ხეებზე ცოცვისას იყენებს ბრჭყალებს.

ასევე იხილეთ:

დედა ლომი ბოკვერს საფრთხისგან იცავს

დედა ვირთხის დაუნდობელი ბრძოლა გველთან შვილის დასაცავად

კამეჩი პატარა სპილოს თავს დაესხა, თუმცა, რამდენიმე წამში დედა სპილო გამოჩნდა...


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?