"ბაბუა და შვილიშვილი სეირნობდნენ და ბავშვი სპილოს ვოლიერში აღმოჩნდა" - რას ყვება ზურა გურიელიძე
"ბაბუა და შვილიშვილი სეირნობდნენ და ბავშვი სპილოს ვოლიერში აღმოჩნდა" - რას ყვება ზურა გურიელიძე
თანამედროვე მშობლები ხშირად სვამენ კითხვას, თუ საიდან ჩნდება ბავშვებში ცხოველების შიში და როგორ შეიძლება მისი დაძლევა? რა უნდა ვიცოდეთ, როცა პატარა შვილები გვყავს და გვსურს გვყავდეს ცხოველი სახლში? აღნიშნულ თემასა და პირად გამოცდილებაზე გვესაუბრება თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურა გურიელიძე.

- როდიდან გაგიჩნდათ ცხოველების მიმართ ინტერესი?

- როგორც წესი, ადამიანს ბავშვობიდან აქვს ცხოველების მიმართ ინტერესი. მერე ეს ინტერესი სუსტდება, ქრება ან უნარჩუნდება. ჩემ შემთხვევაში მოხდა ისე, რომ არ გაქრა. მათთან თამაშისა და გართობის გარდა სხვა ინტერესებიც გამიჩნდა, მომინდა შემესწავლა ისინი.

-
როდესაც გადაწყვიტეთ ცხოვრების დაკავშირება ცხოველების სამყაროსთან, როგორ შეხვდა ამ ფაქტს თქვენი ოჯახი ?

- არ
ჰქონიათ პრობლემა. პირიქით, გვერდით მედგნენ. სკოლის ასაკიდან გამიჩნდა სურვილი, შემესწავლა ცხოველები. ზოოპარკი ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის სფერო. სტუდენტობის დროიდან ვარ ჩართული ამ საქმიანობაში. ხან ზოოპარკის, ხან კი - ზოოპარკის გარეთ. სახლშიც მყოლია ცხოველები, მაგალითად - მგლები. ეს ჩემი სამუშაოს ნაწილი იყო... მე უნდა მესწავლა მათთან მუშაობა.

- მგლების სახლში მიყვანის ფაქტს როგორ ეგუებოდნენ, თუნდაც მეზობლები?

- მე არც მეზობლებისგან და არავისგან პრობლემა არ შემქმნია. პირიქით, მეხმარებოდნენ კიდეც. მაშინ მეექვსე სართულზე ვცხოვრობდი და თუ რამე ხდებოდა ჩემთან სახლში, მატყობინებდნენ მეზობლები. ერთ ფაქტსაც გავიხსენებ, თბილისის ზოოპარკში ჩამოიყვანეს სპილო, რომელიც წამოიყვანეს ფეხით და მოხდა ისე, როცა ჩემს სახლთან გამოიარეს და სპილო დაწვა. ამ დროს გამოიარა ბიძაჩემმა და რომ ნახა, სპილო ჩემს სახლთან იწვა, ეგონა, რომ ისიც სახლში მივიყვანე და დედაჩემს დაურეკა.


- ხშირია შემთხვევები, როცა პატარა ასაკის ბავშვებს მშობლები ურჩევენ, რომ თავი მოარიდონ ცხოველებს...

- ძალიან ბევრი ქუჩის ძაღლები იყვნენ ჩემ გარშემო და სწორედ მათთან მქონდა ურთიერთობა. ჯიშიანი ძაღლი ბავშვობაში არ მყოლია, მაგრამ მყავდა ძაღლი, რომელსაც ეზოში ვუვლიდი. სახელიც კი მახსოვს მისი, რექსი ერქვა. ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ცხოველი სად იმყოფება, მთავარია, მასთან რა ურთიერთობა გვაქვს. მინდა ვთქვა იმ მშობლების საყურადღებოდ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბეწვი არის საშიში და ამიტომ არ აკარებენ ბავშვს ცხოველს. ბეწვი თავისთავად არ არის საშიში, თუ ძაღლი ჯანმრთელია. უფროსები უფრთხიან ექინოკოკოზს (ექინოკოკოზი გადამდები პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ლენტისებრი პარაზიტი - ექინოკოკი. დაავადება ადამიანს ცხოველისგან გადაედება, ამიტომ ცხოველებთან ურთიერთობას, სხვა საშიშროებასთან ერთად, ექინოკოკოზით დაავადების საფრთხეც ახლავს თან), თუმცა, როცა ჯანმრთელია ძაღლი, ამის საშიშროება არ არსებობს. ისედაც ძალიან ცოტაა დაავადებები, რომელიც ძაღლიდან გადაედება ადამიანს.

- რა უნდა ვიცოდეთ უცხო ძაღლთან შეხებისას?

- ასეა თუ ისეა, ძაღლი მაინც მტაცებელი ცხოველია, მიუხედავად იმისა, რომ მოშინაურებულია. ასე რომ, უცხო ძაღლთან ურთიერთობა საკმაოდ საფრთხილოა. აქვე უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგ შემთხვევაში მოფერებაც კი სისასტიკეს წარმოადგენს მათთვის. ნებისმიერი ალერსი თუ მოფერება, ეს არის "დაპირება" ცხოველისთვის, მერე კი ვტოვებთ მათ. ამიტომ ჯობია, რომ თავი შევიკავოთ ასეთი ქმედებისგან, ან მივხედოთ ბოლომდე.

- შეიძლება თუ არა, რომ მშობლებმა მოიყვანონ სახლში ცხოველი, როცა ჩვილი ჰყავთ?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია. უფრო მეტსაც გეტყვით, არიან ძიძა, გადია ძაღლები, რომლებიც ყურადღებით უვლიან პატარას. ისე როგორც ოჯახის ნებისმიერ წევრს, მათაც სჭირდება მოვლა და მზრუნველობა, აცრები, რომ ჯანმრთლობის კუთხით პრობლემები არ გაჩნდეს. სხვა მხრივ ძალიან ბევრ დადებით ფაქტორთან არის დაკავშირებული ბავშვისთვის ცხოველთან ურთიერთობა.....

იხილეთ სტატია სრულად...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?