გორილების "მუშტი-კრივი" საკვებისთვის
გორილების "მუშტი-კრივი"  საკვებისთვის
ფოტოგრაფმა შეძლო გორილების ფიზიკური დაპირისპირების გადაღება. ისინი ერთმანეთში საკვებისთვის იბრძვიან.

დასავლეთ დაბლობის გორილებმა კივუმ (Kivu) და ენდოვიმ (N’Dowe)  პეინტონის (ინგლისი) ზოოპარკიდან, გადაწყვიტეს გაეგოთ, თუ რომელ მათგანს ეკუთვნის სიმინდი.

ფოტოდან ჩანს, რომ პრიმატი კივუ ერთი ხელით სახეს იცავს, ხოლო მეორე ხელით ცდილობს, მოწინააღმდეგეს სახეში მუშტი დაარტყას. გორილა თითქოს ენდოვის სახეში ურტყამს, თუმცა, ფოტოგრაფი ამბობს, რომ პრიმატს თავისი მეგობრისთვის ზიანი არ მიუყენებია.

Zooclub

"როგორც ფოტოებიდან ჩანს, ენდოვი კივუს თავს დაესხა, რათა საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირება გამოეხატა. თითქოს ისინი კრივის მოედანზე არიან, თუმცა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ
ერთმანეთს მუშტებით არ ურტყამდნენ", - ამბობს ფოტოების ავტორი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

Zooclub

"ენდოვის დომინირება
მოსწონს, ძირითადად თავისი მასიური გარეგნობის გამო, თუმცა, ამ შემთხვევაში, კივუს მეტი საკვები შეხვდა", - დაამატა მან.

Zooclub

უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთის დაბლობის გორილებს საკვების გამო ხშირად აქვთ უთანხმოება. მაგალითად, პეიტონის ზოოპარკში სხვა ინდივიდებთან შედარებით ენდოვის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს იმ დროს, როდესაც კივუ რანგით დაბალ საფეხურზე იმყოფება.

გორილებს განვითარებული აქვთ კლასიფიკაციის სისტემა. სწორედ ამიტომ, ყველაზე ძლიერ პრიმატს არჩევანის უფლება აქვს.

Zooclub

პეინტონის ზოოპარკის თანამშრომლები ყოველთვის ცდილობენ, რომ ცხოველებმა თანაბრად მიიღონ საჭმელი, თუმცა, ბუნების წინააღმდეგ ვერავინ წავა და ენდოვი, როგორც წინამძღოლი, ყოველთვის პირველი მიდის საკვებთან.

ასევე იხილეთ:

იხილეთ როგორ ამშვიდებს გორილა მეგობარს - ადამიანს, რომელიც გასაჭირშია

საოცარი კადრები: გორილა გოგონას მოძრაობებს იმეორებს

ასე გამოიყურება მამრი გორილა, რომელსაც მეცხრე შვილი შეეძინა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?