გორდონმა ამ ქმნილებას “გუმანზე” დაარქვა, მოცემული ტერმინი თავად მოიგონა. ცნობისთვის, სწორედ ამ ადამიანმა დაამტკიცა, რომ მაიმუნი სარკეში საკუთარ თავს ცნობს. შეჯვარების თაობაზე მეცნიერმა იმ ნაცნობი პროფესორისგან გაიგო, რომელიც ამტკიცებდა, რომ იმ დროს ლაბორატორიაში მუშაობდა.
ექსპერიმენტს წინა საუკუნის 20–იან წლებში ატარებდნენ. მაშინ ძუ შიმპანზე კაცის სპერმით გაანაყოფიერეს.
რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, 1967 წელს, ექსპერიმენტი ჩინეთში გაიმეორეს. ძუ მაიმუნი ნამდვილად დამაკდა, მაგრამ მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეეჩერებინათ ეს ცდა, შედეგად მაკე ძუძუმწოვარი დააძინეს.
ამერიკული ჰიბრიდიც დააძინეს. ამის მიზეზი მეცნიერების მორალური და ეთიკური შეხედულება იყო, ასევე საერთო პანიკა მისი ქმნილების გამო.
ყველაფრის მიუხედავად, გელაპი თვლიდა, რომ ადამიანთან ნებისმიერი მაიმუნის შეჯვარება შეიძლებოდა. ყველაზე შესაფერისი სახეობები კი, მისი აზრით, იყვნენ გორილები, ორანგუტანგები და შიმპანზეები.
წყარო