ცხენი შეყვარებულთან ნახევარი წლით დააშორეს... მათი შეხვედრა სიურპრიზით დასრულდა
ადამიანების მცირე რაოდენობა თუ იტყვის, რომ ცხენები არ უყვარს. შესაძლოა, ამ ულამაზესი ცხოველით არ ინტერესდებით, თუმცა, შეუძლებელია არ აღფრთოვანდეთ მისი გრაციოზულობით.

მაგალითად, ფოტოზე აღბეჭდილია ველური ცხენი. მას გოლიფს ეძახიან და ის  ველური ცხენების რემას წინამძღოლობდა.

Zooclub

ნახევარი წლის წინ ვაიმონგის (აშშ) სახელმწიფოს მიწის რესურსების მართვის ბიურომ დაიჭირა ცხენების ჯგუფი, რომლებიც ამ ადგილებში ბინადრობდნენ. რემას დააშორეს წინამძღოლი ცხენი, რომელსაც შემდგომ გოლიფი დაარქვეს. მათ შორის იყო გოლიფის ერთადერთი სიყვარული - მდედრი ცხენი "წითელი ლედი".

Zooclub

რამდენიმე ხნის წინ, ცხოველთა მოყვარული ადამიანების დახმარებით, ცხენების თავშესაფრის
Skydog Ranch-ის  მფლობელმა, კლერ სტეილსმა მდედრი და მამრი ცხენები სხვადასხვა მეპატრონისგან გამოისყიდა. მან თავიდან საკუთარ
"რანჩოზე" მამრი ცხენი მიიყვანა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ტერიტორიაზე "წითელი ლედიც" გაუშვეს (იხ. ვიდეო).

Zooclub

ორი შეყვარებული ცხენის შეხვედრა ცრემლის მომგვრელი იყო. გალიფმა შეყვარებული შორიდანვე შეამჩნია და მისი მიმართულებით სიხარულით გაიქცა. ისინი თითქოს თოვლის საფარზე ცურავდნენ, ჩლიქებს და კუდს გრაციოზულად ზევით სწევდნენ.

მამრი ცხენი რამდენიმე წამი გაშეშდა და წითელ ლედის თვალს არ აშორებდა, შემდეგ კი სახე მუცელზე ფრთხილად დაადო. ის ერთი შეხედვით მიხვდა - მათ შვილი ეყოლებოდათ.

ამ კვირას ქვეყანას მოევლინა პატარა კვიცი. ნაზი და დიდებული, როგორც მისი მშობლები. ის უკვე თავისუფლად დარბის რანჩოს ტერიტორიაზე და დედას ყველგან თან დაჰყვება.

Zooclub

დედა-შვილს არ ტოვებს გოლიფიც. იგი სიყვარულით აკვირდება თავის საოცარ ოჯახს.

Zooclub

"ძნელია, სიტყვებით გადმოგცეთ, თუ რა რთული გზა გავიარეთ. ამ წყვილმა იმდენი რამ გადაიტანა და აი, მათი ისტორია ჯადოსნური "ჰეფი ენდით" დასრულდა!"- ამბობს კლერი.

Zooclub

წითელი ლედი თავისი ნაშიერის მიმართ ზედმეტი მზრუნველობით გამოირჩევა, რადგან ის საშიშროებას მიეჩვია. როდესაც კლერი ცდილობს ცხენებთან მიახლოებას, დედა კვიცს ჩლიქებით ეხება, რათა გასაქცევად მოემზადონ.

Zooclub

ისინი ველური ცხენები იყვნენ, ამიტომ მათთვის ადამიანის მხრიდან მზრუნველობა უცხოა. შესაძლოა, ოდესღაც წითელი ლედი მიხვდეს, რომ ის ცხოვრობს იქ, სადაც საფრთხე აღარ ემუქრება.

ასევე იხილეთ:

როცა ისინი ერთმანეთს 20 წლის შემდეგ შეხვდნენ, შიმპანზემ გაიხსენა ყველაფერი, რაც ამ ქალს მისთვის გაუკეთებია

10 ცხოველი, რომლებისგანაც შეიძლება ისწავლო ერთგულება და სიყვარული

ეს ძაღლები გადარჩენის შემდეგ დააშორეს, მაგრამ ახლა ისინი ერთმანეთს შეხვდნენ!
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?