მამაკაცმა ტყეში უცნაური არსება დაინახა და მაშველები გამოიძახა
მამაკაცმა ტყეში უცნაური არსება დაინახა და მაშველები გამოიძახა
თეთრკუდა ირმების ჯოგი ნიუ-ჯერსის შტატის მცხოვრებლებისთვის ჩვეულებრივი სანახავია. განსაკუთრებით მას მერე, რაც გაზაფხულდა და დათბა.

ქალა კოლტს ნეკის ერთ-ერთმა მცხოვრებმა თავის უკანა ეზოში სულ სხვა რამ, ბევრად უცნაური სანახაობა დაინახა. უკვე ბინდი იყო და მამაკაცს მოეჩვენა, რომ ხეებს შორის უცხოპლანეტელისმაგვარი არსება 4 ფეხზე და თავზე სკაფანდრით დადიოდა.

უკეთ დაკვირვების შემდეგ მამაკაცი მიხვდა, რომ სინამდვილეში ეს იყო ახალგაზრდა ირემი, რომელიც სერიოზულ საფრთხეში ჩავარდა. თავზე კი ჩამოცმული ქონდა მრგვალი შუშის ქილა, რომელსაც ცხოველი ვერაფრით იცილებდა.

Zooclub

ვინაიდან ირემი მარტო დადიოდა, კაცი მიხვდა, რომ ჯოგი მას
უფრთხოდა და ერიდებოდა. ასეთ მდგომარეობაში ცხოველი მალე დაიღუპებოდა, ამიტომ სასწრაფოდ მისი გადარჩენა იყო საჭირო.

მამაკაცი
ცხოველთა დამცველ ადგილობრივ ორგანიზაციას დაუკავშირდა. მაშველები მალე მივიდნენ, მათ ირემი დააძინეს და მის დათვალიერებას შეუდგნენ.

Zooclub

“შუშის ნივთი სანათურის ნაწილი იყო, რომელიც, როგორც ჩანს, წყლით იყო შევსებული, საიდანაც ირემმა წყლის დალევა სცადა, მაგრამ შემდეგ თავი ვეღარ დააღწია. ორგანიზმის გაუწყლოვების მიხედვით, ცხოველი ამ დღეში 4 დღის მანძილზე იქნებოდა, თუმცა, მას ეყო ძალა და როგორც კი გამოფხიზლდა, მაშინვე ადგა და ტყეს დაუბრუნდა”.

Zooclub

მოგვიანებით, მაშველებმა კიდევ ერთხელ მიიღეს შეტყობინება სხვა ადამიანისგან, რომელმაც აცნობა, რომ მარტო დადიოდა ირემი, რომელიც ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და დახმარება სჭირდებოდა. ეს იგივე ირემი აღმოჩნდა.

მაშველებმა ის იპოვეს, კიდევ ერთხელ გასინჯეს, გაუკეთეს რამდენიმე საჭირო ნემსი, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, სუნთქვა გამოუსწორდა. მაშველების თვალწინ ის გამოცოცხლდა და კვლავ ტყეს შეერია.

Zooclub

ამის შემდეგ მასზე არანაირი შეტყობინება აღარ შემოსულა. სავარაუდოდ, ირემი ჯოგს მშვიდობიანად დაუბრუნდა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?