ტურისტებმა ძლიერი ნებისყოფა გამოავლინეს, როდესაც მათი მანქანის სალონში უეცრად ავაზა ჩახტა (+ვიდეო)
ტანზანიის საფარიში სტუმრად ჩასულმა მამაკაცმა მიიღო იმაზე მეტი შიშისმომგვრელი შეგრძნება, ვიდრე  წარმოიდგენდა. მისი ჯიპის სალონში დიდი ავაზა ჩახტა.

სიეტლში (აშშ)  მცხოვრები ბრიტონ ჰეიესი, სხვა ტურისტებთან ერთად, აფრიკის ნაციონალურ პარკს ათვალიერებდა, როდესაც ავაზის ინტერესის სფეროში აღმოჩნდა.

სანამ ტურისტების ჯგუფი ძარაზე ამძვრალ ავაზას აკვირდებოდა, მეორე მტაცებელმა მანქანის სალონის "დათვალიერება" გადაწყვიტა.

Zooclub

შოკისმომგვრელ ვიდეოზე ასახულია ცნობისმოყვარე ავაზა, რომელიც ბრიტონის უკან ჯიპის სალონს ათვალიერებს.

"შევამჩნიეთ, რომ ავაზები სატრანსპორტო საშუალებით დაინტერესდნენ, თუმცა, ტერიტორიის სწარაფად დატოვება ვერ მოვასწარით. არ გვინდოდა ცხოველების შეშინება, რადგან მსგავს სიტუაციაში შეიძლება ჩვენც საფრთხეში აღმოვჩენილიყავით",
- ამბობს ტურისტი.

Zooclub

მტაცებელმა ჯიპის ინტერიერი ზედმიწევნით დაათვალიერა, სავარძლის საფარი კბილებით შეამოწმა და კვლავ ბუნებაში
დაბრუნდა.

ბრიტონის თქმით, სანამ ცხოველი სალონში იმყოფებოდა, იქ მყოფი გიდი ტურისტებს სიმშვიდის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. ასევე, მიუთითებდა, მშვიდად ესუნთქათ. ამ რეკომენდაციებმა მტაცებელს საშუალება მისცა, აღელვების გარეშე დაეტოვებინა მანქანის სალონი.

Zooclub

როგორც კი ავაზა ჯიპიდან გადახტა, სალონში მყოფი ტურისტები რამდენიმე ხანი უსიტყვოდ, გაუნძრევლად ისხდნენ, მხოლოდ 10 წამის შემდეგ შეძლეს სტრესისგან გათავისუფლება და მომხდარს ღიმილით იხსენებდნენ.

ასევე იხილეთ:

ძუ ლომმა ტურისტებზე თავდასხმა სცადა, თუმცა, მან ნახტომის მანძილი ვერ გათვალა

ნაკრძალის თვალიერებისას ავაზა ტურისტების ჯიპში ჩახტა...

ანტილოპა, რომელსაც ავაზა დაედევნა, გადასარჩენად ტურისტების მანქანაში ჩახტა
mamukas
გეპარდი და ავაზა ერთი და იგივეა
mamuka
ეს ავაზა არ არის, გეპარდია! ავაზა რომ ყოფილიყო, მაქ კარგი დღე არავის დაადგებოდა!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?