დედამ პითონი, რომელმაც მისი შვილი დაახრჩო, არ დააძინებინა…
დედამ პითონი, რომელმაც მისი შვილი დაახრჩო, არ დააძინებინა…
დენიელ ბრენდონი 31 წლის ასაკში დაიღუპა. ის ბავშვობიდანვე ურთიერთობდა გველებთან. ცნობილია, რომ მამაკაცი თავისმა ყველაზე საყვარელმა პითონმა ტინიმ დაახრჩო. დანიელის გვამი მშობლებმა საკუთარ ბინაში იპოვეს.
დამხრჩვალის გვერდით მისი საყვარელი რეპტილია იყო.

თავიდან არავის სჯეროდა, რომ ბრენდონი თავისმა უსაყვარლესმა გველმა მოკლა.

მოგვიანებით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მამაკაცი სწორედ ტინიმ დაახრჩო. საინტერესო ისაა, რომ პითონი არასოდეს ყოფილა მის მიმართ აგრესიული. სავარაუდოდ, დანიელმა ის ტანზე შემოიხვია და აქ უკვე ინსტინქტმა იმოქმედა.

ვინაიდან მკვლელობა ბრიტანეთში მოხდა, ადგილობრივი კანონები დაღუპული მამაკაცის მშობლებს აძლევდა უფლებას, ცხოველი დაეძინებინათ, მაგრამ
მათ კატეგორიული უარი განაცხადეს. ხნიერმა დედამ ეს იმით ახსნა, რომ დანიელი არასოდეს დაადანაშაულებდა ცხოველს თავის
სიკვდილში, რადგან ის ძალიან უყვარდა.

Zooclub

“ის იტყოდა, რომ თავად იყო ყველაფერში დამნაშავე”, – ამბობს დაღუპულის დედა.
თინი გადაიყვანეს გველების დაცვის ცენტრში, სადაც ის კარგ პირობებში იცხოვრებს. მშობლების აზრით, მათ შვილს სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მოეწონებოდა.

იხილეთ: "გიგანტურმა პითონმა ბრიტანელი ცხოველთა მოყვარული საკუთარ სახლში მოკლა"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?