როგორ იბადებიან სამოთხის ჩიტები (+ვიდეო)
სამოთხის ჩიტების გამრავლება მსოფლიოში მხოლოდ ორ ზოოპარკში შეუძლიათ: ვალსროდსა (გერმანია) და ცინცინატში (აშშ). ამერიკული ზოოპარკის თანამშრომლებმა უნიკალური ვიდეო გადაიღეს, თუ როგორ იჩეკება ფრინველი კვერცხიდან.

ტროპიკული ფრინველები სამოთხისებრთა ოჯახიდან 45 სახეობას ითვლის.მათგან 38 მხოლოდ ახალი გვინეის კუნძულზე ბინადრობს. ერთ–ერთი სახეობა – Paradisaea raggiana – პაპუაში (ახალი გვინეა) ნაციონალურ ფრინველადაა აღიარებული.

ეს ფრინველები მკვეთრი შეფერილობითა და ბუმბულის ეფექტური ფორმით გამოირჩევიან. მათი სიგრძე 33 სმ-ს აღწევს. ისინი ტროპიკული ხილითა და მწერებით იკვებებიან.

ისინი ბუდეს მიწიდან 2–დან 11 მეტრის სიმაღლეზე იშენებენ: რაც მეტად ახლოა
ადამიანების დასახლებიდან და მაღალი რისკია მისი პოვნისა, იმდენად მაღლა აკეთებს ფრინველი ბუდეს. ისინი ერთ ან
ორ კვერცხს დებენ, ინკუბაციის პერიოდი გრძელდება 18 დღე, შემდეგ კი მშობლის ყველა მოვალეობას საკუთარ თავზე დედა იღებს.

სამოთხის ფრინველის ტყვეობაში ნახვა მსოფლიოს 11 ზოოპარკში შეიძლება.

ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ჩნდება პატარა. ბუნებაში ამ პროცესს მოზრდილი ფრინველები ეხმარებიან, ისინი აცლიან ნაჭუჭს. ამ შემთხვევაში, ამ პროცესში ზოოპარკის სპეციალისტებმაც მიიღეს მონაწილეობა. პირველ ჯერზე, ბარტყმა მათი ხელიდან საკვები მიიღო, შემდეგ კი ის დედას დაუბრუნეს.

Zooclub

Zooclub

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?