უთავო ცოცხალი გომბეშო – ბუნების გამოცანა (+ვიდეო)
ბიოლოგმა ჯილი ფლემინგმა, რომელიც ტყეში ტრიტონებს იკვლევდა, შეამჩნია გომბეშო, რომელსაც არ ქონდა თავი, მაგრამ ჩვეულებრივ გადაადგილდებოდა.

ჯილი კოლეგებთან ერთად კუნძზე ჩამოჯდა, შეგროვებული ნიმუშების ყურადღებით დასათვალიერებლად, როცა უეცრად უცნაური გომბეშო მიუახლოვდა. უცნაური ის იყო, რომ გომბეშოს თავი არ ქონდა.

ჯილიმ სოც. ქსელში ამ სახეობის მცოდნეებს მიმართა. გამოითქვა რამდენიმე აზრი, მაგრამ ერთ კონკრეტულ მიზეზზე ვერ შეთანხმდნენ.

იდეა გენეტიკური მუტაციის შესახებ მაშინვე უარყვეს: გომბეშო ასეთ მდგომარეობაში რომ დაბადებულიყო, ის მალე დაიღუპებოდა, მაგრამ იგი საკმაოდ დიდი და ჯანმრთელი ჩანდა. როგორც ჩანს, ზამთრის ძილის დროს
გომბეშოს თავს მტერი დაესხა.

არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომ მისი უსუსური მდგომარეობით, ხორცის მჭამელმა ბუზებმა
ისარგებლეს (Lucilia bufonivora), ისინი ცხოველზე დებენ კვერცხებს, რომლებიც ცხვირიდან თავში აღწევენ და რბილ ქსოვილებს ჭამენ. რამდენიმე დღეში თავის წინა ნაწილი დეფორმირდება. ამფიბია კვდება მაშინ, როდესაც ჭუპრები ტვინს ან სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს აღწევენ, რის შემდეგაც მწერები უკვე მისი ლეშის ჭამას განაგრძობენ.

ეს ბუნებაში გავრცელებული სიტუაციაა, თუმცა, სხვა ვარიანტებიც არსებობს. შესაძლოა, გომბეშოს თავის ნაწილი ცხოველმა მოაჭამა, როცა ის ცუდად დაიმალა. მსგავსი რამ დამახასიათებელია, მაგალითად კუსთვის, თუკი ის დროზე ვერ დამალავს თავს ჯავშანში. ბიოლოგები ხაზს უსვამენ, რომ ამის გამკეთებელი მტაცებელი შეიძლება ყოფილიყო ძუძუმწოვარი, ოღონდ არა გველი ან ფრინველი, რომლებიც მსხვერპლს მთლიანად გადაყლაპავდნენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ცხოველი განწირულია: მიუხედავად იმისა, რომ ზურგის ტვინი მას მოძრაობის საშუალებას აძლევს, თავის ტვინისა და მხედველობის არქონის გამო, არ შეუძლია სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და საშიშროებისგან გაქცევა. მას არ შეუძლია არც ნადირობა და თუ მას უახლოეს დროში არ მოკლავენ პარაზიტები, ის შიმშილით მოკვდება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?