ლაბრადორის სიყვარულის გამო კატა სახლიდან გაიქცა
ლაბრადორის სიყვარულის გამო კატა სახლიდან გაიქცა
კატა მისუ, რომელიც დაემდურა პატრონებს იმის გამო, რომ მათ მისი მეგობარი ძაღლი სხვა პატრონს აჩუქეს, სახლიდან გაიქცა ახალ მეგობართან – ლაბრადორ კასუსთან.

ტოხმაიარვიში ფინეთის ყველაზე ჯიუტი ფისო ცხოვრობს. მისუმ, რომელსაც უკვე 8 წელი შეუსრულდა, მიიღო გადაწყვეტილება თვითნებურად შეეცვალა სახლი და პატრონები მას მერე, რაც ძველმა პატრონებმა დაუდევრად გაუჩუქეს კატას მეგობარი.

– თავიდან ჩვენ ძალიან გაგვიკვირდა, როდესაც ჩვენს კართან მშიერი კატა გამოჩნდა. ჩვენ გამოვაკარით განცხადება სოფლის მაღაზიაში მისი პოვნის შესახებ და მალე ჩვენ მისუს ძველი პატრონები დაგვიკავშირდნენ, რომლებიც სულ რამდენიმე ასეულ
მეტრში ცხოვრობენ ჩვენგან, – ჰყვება სახლის პატრონი, სადაც გადასახლდა ჯიუტი ფისო. – მათ წაიყვანეს მისუ,
მაგრამ ნახევარი საათის მერე კატა ვითომც არაფერიაო, კვლავ ჩვენი სახლის წინ დასეირნობდა. პატრონებმა კიდევ რამდენჯერმე სცადეს მისუს დაბრუნება, მაგრამ კატა ყოველ ჯერზე ბრუნდებოდა იმ სახლთან, რომელიც თავად აირჩია.

ამ, მსუბუქად რომ ვთქვათ, არასტანდარტული ქცევის მიზეზი, როგორც ჩანს გახდა ლაბრადორი კასსუ. მისუს პატრონებმა მისი მეგობარი სხვა პატრონებს გადასცეს, მაგრამ კატისა და ძაღლის მეგობრობა ძლიერი აღმოჩნდა. მისუ განაწყენდა, მაგრამ მალე მოძებნა ძველი მეგობარი – კასსუ. ცხოველების პატრონებს სხვა არაფერი დარჩენოდათ და მოილაპარაკეს, რომ ჯიუტ კატას შეეძლო ეცხოვრა იქ, სადაც თავად მოისურვებდა.

ამჟამად მისუ მშვენივრად გრძნობს თავს თავისი მეგობრის ასე ვთქვათ, ფრთის ქვეშ – მათ გვერდიგვერდ სძნავთ.

– მისუ ყოველთვის ეძებს კასსუს და როცა პოულობს, ორივე "შავტუხა" ერთმანეთის გვერდით იძინებენ, – ჰყვება ახალი პატრონი პიპურის საილა.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?