ბუნების საოცრება: ძუ ლომს ფაფარი გაეზარდა
ბუნების საოცრება: ძუ ლომს ფაფარი გაეზარდა
ცხოველთა სამყაროში არაერთი უჩვეულო ფაქტი დაფიქსირებულა. ამ ლომმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბუნება საოცრებებით სავსეა.

ოკლაჰომას ზოოპარკში ძუ ლომს ფაფარი გაეზარდა და მიზეზი ვერავინ გაიგო. ლომს მამრობითი სქესისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები არ აქვს. ცხოველთა დედოფალი თავს კარგად გრძნობს. ბრიჯიტს (ლომის სახელი) ვეტერინარებმა კუდიდან სისხლის ანალიზი აუღეს, ლაბორატორიაში გააგზავნეს და პასუხს ელოდებიან.

Zooclub

ფაფარი მას ხელს არ უშლის, იგი ცხოვრების ჩვეულ რიტმს მიჰყვება.

ამ თემასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის კომენტარებში ადამიანები ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებდნენ და აღმოჩნდა, რომ ფაფრიანი ძუ ლომი არც ისე იშვიათობა ყოფილა.

აშშ-ს
ერთ-ერთი ზოოპარკის ზედამხედველმა სხვა ძუ ლომის ფოტო სოციალურ ქსელში გააზიარა. მტაცებელს ბრიჯიტის მსგავსად ფაფარი აქვს.
მომვლელმა ეს ფაქტი ჰორმონალური დარღვევით ახსნა. შეჯვარების შემდეგ კი მას ფაფარი სრულიად დასცვივდა.

Zooclub

სამწუხაროდ, გვავიწყდება, რომ ლომი ველური ბუნების ცხოველია და ტყვეობაში ყოფნა მისთვის მტანჯველია.

ასევე იხილეთ:

ბუნების ოთხფეხა საოცრება - ტაქსას და პიტბულის ნაჯვარი

ბუნების საოცრება - 17 ცხოველი უჩვეულო შეფერილობით

ფერმერი ირწმუნება, რომ ძროხამ ხბოსთან ერთად კუც გააჩინა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?