რატომ გაუქმდა ლოკოკინების რბოლა?!
რატომ გაუქმდა ლოკოკინების რბოლა?!
დიდ ბრიტანეთში ლოკოკინების რბოლა მძინარე მონაწილეების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

"The Telegraph"-ის ცნობით, საქველმოქმედო ღონისძიება შაბათს, 24 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ორგანიზატორებმა შეამჩნიეს, რომ ლოკოკინებს ცივი ამინდის გამო ძილი მოერიათ და შეჯიბრებაში მონაწილეობის არანაირი სურვილი არ გამოხატეს.

ამ შეჯიბრის შედეგად აკრეფილი თანხა დევონის საგრაფოს სანიტარული ავიაციისთვის უნდა გადაეცათ. ორგანიზატორების თქმით, რბოლა მაშინ გაიმართება, როდესაც მოლუსკები გაიღვიძებენ.

2015 წელს რბოლაში გიგანტურმა აფრიკულმა ლოკოკინამ გაიმარჯვა. მოლუსკმა, სახელად გერი, 45 სანტიმეტრის დისტანცია 5 წუთსა და 53 წამში გაიარა. მისი საშუალო სიჩქარე, დაახლოებით 1.27
მილიმეტრი წამში იყო.

ლოკოკინების რბოლაში მსოფლიო რეკორდი 1995 წელს ლონდონში დამყარდა. მაშინ მოლუსკმა, სახელად არჩი,
33-სანტიმეტრიანი დისტანცია 2 წუთსა და 20 წამში დაფარა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?