ნახეთ ვიდეო, თუ როგორ დაიჭირეს ოთხმეტრიანი ნიანგი (+ვიდეო)
ნიტმილუკის ეროვნულ პარკში, რომელიც ავსტრალიაში მდებარეობს, 3.97 მ. სიგრძის ნიანგი დაიჭირეს.

"Illawarra Mercury"-ის ცნობით, რეპტილია რეინჯერების მიერ დადგმულ ერთ-ერთ მახეში გაება.
ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ გამოყავთ პარკის თანამშრომლებს ის გალიიდან და დიდ ფიცარზე გადაჰყავთ.

”ხაფანგი აქ მთელი წლის მანძილზე დგას, - აღნიშნა მთავარმა რეინჯერმა ენდრიუ მაკფიტმა, - ეს ერთადერთი აქტიური საშუალებაა, რომელსაც ჩვენ წლის ამ დროს ნიანგების რაოდენობის რეგულაციაში ვიყენებთ”.

მაკფი თვლის, რომ ცხოველი ნიტმილუკის ხეობაში ქალაქ დეილი-რივერსში მომხდარი წყალდიდობის შედეგად მოხვდა. რეინჯერების შეფასებით, ეს ყველაზე დიდი ზომის ნიანგია, რაც
კი 2006 წლიდან მოხვედრილა მათ ხაფანგში.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?