500 ცოცხალი ტარაკანას ქურდებს ციხე ემუქრებათ
500 ცოცხალი ტარაკანას ქურდებს ციხე ემუქრებათ
ქალაქ მარინაში (კალიფორნია, აშშ) ქურდებმა 500 ტარაკანა მოიპარეს.

ენტომოლოგმა როზალინდა ვიზინამ კვლევისთვის ცოცხალი მწერები შეუკვეთა, თუმცა, ბოროტმოქმედებმა სხვა მცხოვრებლების ფოსტასთან ერთად მისი ამანათიც მოიპარეს.

”ცოტა მეცოდებიან ტარაკანები, თუ ისინი გაჭყლიტეს და გადააგდეს, ან კიდევ რამე ცუდი დამართეს. მათ არ იცოდნენ, რა ელოდათ, - ამბობს ვიზინა, - რაც შეეხება ქურდებს, იმედი მაქვს, ტარაკანები მათ საცხოვრებელს შეესევიან”.

საფოსტო ქურდობების გახშირება 2017 წლის გადასახადების დეკლარაციების წარდგენის ვადის მოახლოებას უკავშირდება. ბოროტმოქმედები ფოსტით გაგზავნილ ფინანსურ დოკუმენტებზე ნადირობენ, რომ მომავალ მსხვერპლთა შემოსავალი და საცხოვრებელი ადგილის მისამართი
გაიგონ.

თუ ტარაკანების ქურდებს დაიჭერენ, მათ 5 წლამდე ციხე ემუქრებათ.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?