კობრასა და პითონის სასიკვდილო ”ფრე”
კობრასა და პითონის სასიკვდილო ”ფრე”
გველები ერთმანეთს თავს ხშირად ესხმიან. კობრა და პითონი თავდასხმისას სხვადასხვა ტაქტიკას მიმართავენ, მაგრამ ძალების თანაფარდობისას შედეგი მაინც ერთნაირად ცუდი იქნება ორივე მონაწილისთვის.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გადაიღეს ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ყველაზე შხამიანი გველის - სამეფო კობრისა და ყველაზე გრძელი გველის - ბადისებრი პითონის ბრძოლა.

კობრა სხვა რეპტილიების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მტერია (მისი მეცნიერული სახელი ითარგმნება, როგორც ”გველების მჭამელი”). პითონები კი  იკვებებიან ხერხემლიანებით - 

ღამურებიდან დაწყებული ღორებით დასრულებული. პითონებს აქვთ კბილები, შხამი მათში არ არის, თუმცა, მსხვერპლს დიდ ტკივილს აყენებს. კბენის შემდეგ გველი
მსხვერპლს აწვება და გუდავს, მის სხეულს გარშემო რკალებად ეხვევა. თავის მხრივ, სამეფო კობრა მსხვერპლს შხამით
პარალიზებას უკეთებს და შემდეგ ყლაპავს.

ორივე გველი, რომლებიც ფოტოზე მოხვდნენ, ბრძოლის დასაწყისშივე განწირულები იყვნენ: კობრას თავისი ძალების ზედმეტი იმედი ჰქონდა, ზედმეტად დიდ და აგრესიულ არსებას უკბინა. კიდევ რამდენიმე წუთის მანძილზე პითონი მოძრავი იყო, რამაც საშუალება მისცა, თავის მტერს მჭიდროდ შემოხვეოდა. თუმცა, მალე შხამმა იმოქმედა და კობრის სიკვდილის შემდეგ პითონიც მოკვდა.

Zooclub
cerber
გადაშენდნენ?! ეს რა აზროვნებაა??? :) ბუნებაში ზედმეტი არაფერია და არ შეიძლება ესეთი სისულელეების წერა.... თუ ვინმეა გადასაშენებელი ეს ისევ და ისევ ადამიანია:)
??????????
ჩემი ნება რომ იყოს ამათ სულ გადავაშენებდი.ფუჰჰჰჰ
დეა
უნდა გადაშენდეს ყველა სახეობა...წამლისთვის რაც უნდათ ვოილერები გამოიყენონ...
ალექს
ეტყობა ნაცები და ქოცები მაგინებენ,აბა ამ დილას ეს რამ მაჩვენა ?! მინიშნებაა გადახლართვაზე ?!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?