რატომ კნავიან კატები და რატომ ყეფენ ძაღლები?
რატომ კნავიან კატები და რატომ ყეფენ ძაღლები?
მხოლოდ თქვენთვის. კატები არასოდეს კნავიან, როდესაც ერთმანეთში ურთიერთობენ, მგლები კი ძაღლების უახლოესი ნათესავები არიან და არ შეუძლიათ ყეფა - ყოველ შემთხვევაში, ზრდასრულ ასაკში.

მგლის ლეკვები ყეფის მსგავს ბგერებს გამოსცემენ, დიდი მგლები კი არასოდეს ყეფენ. დიდი ხნის მანძილზე თვლიდნენ მეცნიერები, რომ ადამიანები მხოლოდ კეთილგანწყობილ და მოთამაშე მგლებს იტოვებდნენ, რომლებიც გაზრდის მერეც ისე იქცევიან, როგორც ლეკვები.
ბოლო გამოკვლევები აჩვენებს, რომ რეალურად ცოტა უფრო რთულადაა საქმე. სხვადასხვა სიტუაციაში ცხოველები განსაკუთრებულად ყეფენ: ბგერები უცხოსთან შეხვედრისას გაირჩევა მათგან, რასაც ძაღლები, ვთქვათ, თავისნაირებთან თამაშის დროს გამოსცემენ.
მეტიც, აღმოჩნდა, რომ ადამიანებს შეუძლიათ გაარჩიონ ძაღლების სხვადასხვა სიტუაციაში ყეფა. ასევე, ძაღლების აკუსტიკური სტრუქტურა ძალიან
მსგავსია.

პირველ რიგში, ყეფა ადამიანის ყურისთვის არის განკუთვნილი, ამიტომ უბრალო და გასაგები უნდა იყოს. ხოლო ის ბგერები, რომლებიც ძაღლებმა ”თავისთვის მოიტოვეს”, შეიძლება, ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებოდეს.

კატებთან დაკავშირებით სიტუაცია მსგავსია - ისინი კნავიან იმისთვის, რომ ადამიანმა გაიგონ მათი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?