საშიში, მაგრამ უსაყვარლესი ცხოველი ინტერნეტში პოპულარობას იკრებს (+ვიდეო)
მიუხედავად იმისა, რომ ოპოსუმებსა და ენოტებს დასავლეთში პარაზიტებად მიიჩნევენ, ზოგიერთ ადამიანს ხელს არ უშლის, იშვილოს ეს სასაცილო ცხოველი. სანამ სხვა ოპოსუმები  ნაგავში იქექებიან იმისთვის, რომ საკვები მოიპოვონ, ეს სამი პატარა მშვიდად მიირთმევს კენკრას, რომელიც მოსიყვარულე პატრონმა სპეციალურად მათთვის შეიძინა.

Zooclub

ეს ოპოსუმები არა მარტო შინაური ცხოველები, არამედ ინტელექტის მქონე არსებები არიან. მათ ბინაში მოქცევის წესები მარტივად ისწავლეს. ბოლო დროს, პროფესია ცხოველებსაც გამოუჩნდათ. მაგალითად, შესაძლოა, შეგხვდეთ კატა ან ძაღლი თერაპევტი, გიდი-ძაღლი და ნაღმების მაძიებელი ვირთხაც კი, თუმცა, ამ ახალი შინაური ბინადრის დანიშნულება
ჯერ ცნობილი არაა.

Zooclub

ოპოსუმების პატრონმა ვიდეოზე გადაიღო და გაავრცელა თავისი ბინადრების "ტრაპეზი" - როგორ მიირთმევენ
ისინი კენკრას.  უჩვეულო ვიდეო სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა.

Zooclub

შინაურ ოპოსუმებს ინსტაგრამზე საკუთარი პროფილიც აქვთ, სადაც  წერია, რომ  2016 წელს, კეთილმა ადამიანმა ისინი სიკვდილისგან იხსნა (მიზეზი ცნობილი არაა).

Zooclub

სოციალურ ქსელში მათ ათასობით ხელმომწერი ჰყავთ, სადაც პატრონი ფოტოებსა და ვიდეოებს ყოველდღე ათავსებს.

ასევე იხილეთ:

ეს ძაღლის სიდიდის ხვლიკი ყველაზე ცნობილი რეპტილიაა ინტერნეტ სივრცეში

პატარა ძაღლის პატარა ისტორია, რთული წარსულით და ბედნიერი დასასრულით

უკვდავი "სუპერ-ცხოველი", რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ახალგაზრდავდება...ის ბუნების კანონებს არღვევს


..,
ოპოსუმი სახლში
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?