პატარა ძაღლმა უზარმაზარი ნიანგი შეაშინა და ტერიტორიიდან გააგდო (+ვიდეო)
ერთი ციდა მამაცი ტერიერი, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობს, როგორც ჩანს, პატარაობიდან შეეჩვია ისეთ საშიშ არსებას, როგორიც ნიანგია.


შინაური ცხოველის პატრონმა Youtube-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელიც მისი ოთხფეხა მეგობრის "გმირობას" ასახავს.

11 წლის ძაღლი, სახელად "Sweet"-ი, 3-მეტრიან რეპტილიას, რომელიც მდინარის ნაპირთან ისვენებს,  ყეფით უტევს. ნიანგს ცხოველის შეჭმა მარტივად შეუძლია, თუმცა, ის წყლისკენ მირბის. მეტიც, ტერიერი ეწევა და მას კუდზეც კბენს.

პატრონის თქმით, ძაღლი რამდენიმე წლის განმავლობაში დასდევს ნიანგებს და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მტაცებელს მისთვის ზიანი მიეყენებინოს.

ასევე იხილეთ:

საოცარი კადრები - კატა ოჯახს ალიგატორების
თავდასხმისგან იცავს


ძაღლი ნიანგის თავდასხმას შემთხვევით გადაურჩა

დედა სპილომ სპლიყვი ნიანგის თავდასხმისგან იხსნა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?